ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენელი ეწვია

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, მარგო შილდსთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქ. ქუთაისის და ქ. ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში იმყოფებდა. ირაკლი გულედანმა  სტუმარს მიმდინარე სამუშაო პროცესი და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობები გააცნო. 
ლაბორატორიებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.  საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, მათ შორის, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერას სამეცნიერო და კვლევითი პროექტების გახორციელების მიმართულებით.
 
„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო  და დონორ ორგანიზაციებთან, ამ თანამშრომლობის შედეგად კი, სახეზეა მნიშვნელოვანი წინსვლა. მოხარულები ვართ,  რომ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) აგრძელებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან თანამშრომლობას და ჩვენს მხარდაჭერას”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, მარგო შილდსთან გამრთულ სამუშაო შეხვედრებს ქ. ქუთაისში, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის უფროსი გოჩა დუდუჩავა, ქ. ახალციხეში, ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის უფროსი ნაირა ტაბატაძე ესწრებოდნენ.