ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში სურსათის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე ტარდება

#

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში სურსათის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე ტარდება.

დეპარტამენტი აერთიანებს მიკრობიოლოგიურ, ფიზიკო-ქიმიურ და ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიებს.

ლაბორატორიაში ხორციელდება:
• სურსათის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კველვა;
• სურსათის კვლევა უვნებლობის პარამეტრებზე;
• სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები;
• თაფლის კვლევები სხვადასხვა ხასრისხობრივ და უვნებლობის პარამეტრებზე;
• რძისა და რძის პროდუქტების კვლევა;
• ცხოველთა საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები.

2021 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სახელწმიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში შემოსულ ნიმუშებზე ჩატარდა 3350 კვლევა, საიდანაც მხოლოდ 9%-ში დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებლები.

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტირებულია. ლაბორატორიის პერსონალი კი, ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიული კომპეტენციის ტესტირებებს.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - https://sla.gov.ge/Ge/Tariffs