ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში კვლევები საერთაშორისოდ აკრედიტებული მეთოდებით მიმდინარეობს

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აკრედიტებული მეთოდებით მიმდინარეობს სეროლოგიური, ვირუსოლოგიური და მოლეკულურბიოლოგიური გამოკვლევები სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისთვის.

ლაბორატორიაში გამოკლვევები ტარდება შემდეგ დაავადებებზე:

• ბრუცელოზი;
• ღორის კლასიკური ცხელება;
• მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირი;
• წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირი;
• ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება;
• ბლუთანგი;
• ძაღლის ჭირის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა;
• ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა.

სრული ჩამონათვალი იხილეთ ვებგვერდზე http://sla.gov.ge/Ge/Tariffs

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, დადგენილი რეგულაციების დაცვით, შეუფერხებლად მუშაობს.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs

საქართველოს მასშტაბით არსებული სოფლის მეურნეობის ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/RegionalLaboratories