ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიამ საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა

#

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა წარმატებით გაიარეს საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება.
საკვალიფიკაციო ტესტირება ორგანიზებული იყო ჩეხეთის სოფლის მეურნოების ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) მიერ, რომელიც სპეციალური კანონების შესაბამისად, საერთაშორისო დონეზე ახორციელებს ექსპერტულ და გამოსაცდელ სამუშაოებს, აგრეთვე კონტროლისა და მონიტორინგის ღონისძიებებს მავნე ორგანიზმებისგან დაცვისა და მცენარეთა დაცვის სფეროში.

 

საკვალიფიკაციო ტესტირება სვიის ჭკნობასთან ასოცირებული ვერტიცილიუმის გვარის სახეობების იდენტიფიკაციას ეხებოდა (Interlaboratory comparison test for the identification of Verticillium species associated with hop wilt disease, 2020).

 

საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია სოკო ვერტიცილიუმის სახეობების ზუსტი იდენტიფიკაცია.

 

აღნიშნული მოთხოვნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ 100%-ით შეასრულა.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ  საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია.

 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs