სსიპ სოფლის მეურნოების სახელმწიფო ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აკრედიტებული მეთოდებით მიმდინარეობს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისთვის
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიაში, საერთაშორისოდ აკრედიტებული მეთოდებით მიმდინარეობს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისთვის.
ლაბორატორიაში ბაქტერიული გამოკლვევა ტარდება შემდეგ დაავადებებზე:
• ბრუცელოზი
• ჯილეხი (ციმბირული წყლული)
• ტუბერკულოზი
• სალმონელოზი
• სტაფილოკოკოზი
• წითელი ქარი
• ემკარი
• ენტეროტოქსემია
• ანაერობული დიზინტერია
• ფუტკრის ამერიკული სიდამპლე
• ფუტკრის ევროპული სიდამპლე
• თევზის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, დადგენილი რეგულაციების დაცვით, შეუფერხებლად მუშაობს.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs
საქართველოს მასშტაბით არსებული სოფლის მეურნეობის ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/RegionalLaboratories