ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სამინისტროს სისტემაში წარმატებით ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის სახელმწოფო ლაბორატორია

#

სამინისტროს სისტემაში წარმატებით ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის სახელმწოფო ლაბორატორია, რომელიც, არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაციის დაცვით, შეუფერხებლად მუშაობს.

 

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, საერთაშორისო დონისა და მნიშვნელოვანი ფუნქციების მქონე ლაბორატორიაა. 

 

ლაბორატორიაში საქმიანობა მიმდინარეობს სამი ძირითადი მიმართულებით, ესენია:
• ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა;
• სურსათის კვლევა;
• მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.

 

საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიის ქსელი მოიცავს საერთაშორისო ISO 17025 აკრედიტაციისა და 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის მქონე 13 ლაბორატორიას.

 

2020 წლის მონაცემებით:
• სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა ეროვნული აკრედიტაცია, ლაბორატორია აკმაყოფილებს საქართველოს სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნებს;
• ლაბორატორიაში დაინერგა 62 ახალი, აკრედიტებული კვლევის მეთოდი;
• ლაბორატორიის თანამშრომლებმა კი წარმატებით გაიარეს საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებები;  
• ლაბორატორიაში შემოვიდა 306 477 ნიმუში და ჩატარტა 352 870 კვლევა.


#ანგარიშიმოქალაქეებს
#ლაბორატორია2020
#SLA
#სოფლისმეურნეობა2020