ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა

#

საკვალიფიკაციო ტესტირება ნემატოდების სახეობების იდენტიფიკაციას ეხებოდა.

ლაბორატორიის შედეგები 100% -ით შეესაბამება მოსალოდნელ შედეგებს და შეფასებულია, როგორც წარმატებული. 

საკვალიფიკაციო ტესტირება (PT) ორგანიზებული იყო ჩეხეთის რესპუბლიკის  სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ), ბრნოს საკვალიფიკაციო ტესტირების პროგრამების დეპარტამენტის მიერ, ქალაქ ოლომოუცის მცენარეთა მავნებლების დიაგნოზის დეპარტამენტთან და ჩეხეთის ეროვნული საცნობარო (რეფერენს) ლაბორატორიასთან (NRL) თანამშრომლობით.

სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტი (UKZUZ), სპეციალური კანონების შესაბამისად, საერთაშორისო დონეზე ახორციელებს ექსპერტულ და გამოსაცდელ სამუშაოებს, აგრეთვე კონტროლისა და მონიტორინგის ღონისძიებებს მავნე ორგანიზმებისგან დაცვისა და მცენარეთა დაცვის სფეროში.

საკვალიფიკაციო ტესტირება ეფუძნება Globodera–ს გვარის ნემატოდების ცისტების სახეობის დონეზე იდენტიფიკაციას მორფოლოგიური, მორფომეტრიული და PCR მეთოდებით.

საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია რეგულირებადი ორგანიზმების - კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების Globodera rostochiensis და G. Pallida ზუსტი იდენტიფიკაცია.

აღნიშნული მოთხოვნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ 100%-ით შეასრულა. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ  საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია.