ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში აქტიურად მიმდინარეობს სხავადსხვა დაავადების კვლევა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში აქტიურად მიმდინარეობს სხავადსხვა დაავადების კვლევა, ასევე ნიმუშების შემოწმება ბაქტერიებზე, ვირუსებსა და პარაზიტებზე.
საერთაშორისოდ აკრედიტირებული მეთოდებით, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში ტარდება შემდეგი კვლევები:
- ბრუცელოზის კვლევა;
- ჯილეხის კვლევა;
- ცოფის დიაგნოსტიკა;
- სალმონელოზის კვლევა;
- პასტერელოზის კვლევა და სხვ.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი, ყოველწლიურად, წარმატებით გადის პროფესიული კომპეტენციის ტესტირებებს.
2020 წლის სექტემბერის მონაცემებით, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შემოსულ ნიმუშებზე ჩატარდა 10540 კვლევა, საიდანაც მხოლოდ 5%-ში დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებლები.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs
საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/RegionalLaboratories