ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში კარტოფილის შემოწმება, საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში, კარტოფილის შემოწმება და დიაგნოსტიკა ბაქტერიულ და სოკოვან დაავადებებზე საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს.
ბათუმის ლაბორატორიაში ტარდება:
• მცენარეული ნიმუშების კვევა ენტომოლოგიური და აკაროლოგიური მეთოდით;
• მიკოლოგიური გამოცდა;
• ჰერბოლოგიური გამოცდა;
• ბაქტერიოლოგიური გამოცდა;
• ვირუსოლოგიური გამოცდა.
2020 წლის მონაცემებით, ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშებისა და ჩატარებული კვლევების რაოდენობა, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა.
სოფლის მეურენობის ლაბორატორიის ბათუმის რეგიონული ლაბორატორიის მისამართია: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა სამება
ტელ: +995 577079795
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტების სტატიები კარტოფილის კულტურასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/ScientificArticles