ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში სურსათი სხვადასხვა მაჩვენებელზე მოწმდება.

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში სურსათი სხვადასხვა მაჩვენებელზე მოწმდება.

2020 წლის სექტემბერში, სურსათის კვლევის დეპარტამენტში განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის - 1300 ნიმუშზე ჩატარდა კვლევები.

ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში საკონდიტრო ნაწარმი შემოწმდა შემდეგ მაჩვენებლებზე:
პროდუქტში ცხიმებისა და ტრანსცხიმების არსებობა;
პროდუქტის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების შემოწმება;
პროდუქტის სიმღვრივის შემოწმება;
პროდუქტის შემოწმება სხვადასხვა ელემენტების არსებობაზე.

2019 წლის სექტემბრის თვის მონაცემებთან შედარებით 2020 წლის მონაცემებით, საკონდიტრო ნაწარმში სხვადასხვა ელემენტის არსებობის დადებით მაჩვენებელთა რაოდენობა 75%-ით ნაკლებია.

ლაბორატორიაში დანერგილი მეთოდები საშუალებას იძლევა კვლევები მაღალი სტანდარტით ჩატარდეს, მიღებული შედეგები საერთაშორისოდ აღიარებულია.

 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs

საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/RegionalLaboratories