ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რძესა და რძის პროდუქტების უვნებლობის შემოწმება საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდებით ხდება

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რძესა და რძის პროდუქტების უვნებლობის შემოწმება საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდებით ხდება. 
ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში გეგმიურად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა სხვადასხვა ხარისხობრივ და უვნებლობის პარამეტრზე.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილი ერთ-ერთი უვნებლობის პარამეტრი პროდუქტში რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრაა. 
რძე და რძის პროდუქტები, როგორიცაა ყველი, მაწონი, არაჟანი და ა.შ., არის ის პროდუქტები, რომლებიც ჯანსაღი კვების რაციონში შედის და  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსახლეობას  ხარისხიანი და უვნებელი მიეწოდოს. 
ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ბიზნესოპერატორს ეძლევა საშუალება, პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზე მოახდინოს მისი კონტროლი. 
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.