ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ამერიკის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ ლაბორატორიისთვის შეიძინა პირადი დაცვის საშუალებები

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიული ქსელია. საერთაშორისოდ აღიარებულია ყველა იმ გამოკვლევის შედეგი, რომელსაც ლაბორატორია ატარებს.
ბაზის ჩამოყალიბებაში და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, რის საფუძველზეც მოხდა ლაბორატორიის  თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა. აღნიშნული მხარდაჭერა გრძელდება. ამერიკის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ ლაბორატორიისთვის შეიძინა პირადი დაცვის საშუალებები.
სპეციალური სწავლება ჩაუტარადა ლაბორატორიის პერსონალს.
შესაბამისად, ლაბორატორიის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, კვლევები განხორციელდეს არაერთი მიმართულებით.
პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია შეირჩა და დიაგნოსტიკის პროცესში ჩაერთო.