ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიას ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია.

#

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიას ყირგიზეთის რძის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, ჩუის მხარის გუბერნატორის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები ეწვივნენ. ვიზიტი განხორციელდა ასოციაცია  საქრძის ორგანიზებით ყირგიზეთსა და იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - JICA-ს პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ყირგიზეთის დელეგაციის წევრებსა და ლაბორატორიის დირექტორს, ირაკლი გულედანს შორის. შეხვედრაზე ირაკლი გულედანმა სტუმრებს გააცნო ლაბორატორიის საქმიანობა, სტრუქტურა, კვლევის მიმართულებები, ლაბორატორიის განვითარების სამომავლო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო აკკრედიტაციის, ხარისხის მართვის, ბიოუსაფრთხოების და პროფესიული ტესტირებების საკითხებს.

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ლაბორატორია და მიიღეს ინფორმაცია ნიმუშების მიღების, კვლევების განხორციელების და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების შესახებ. ლაბორატორიის სპეციალისტებმა დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და უპასუხეს დასმულ კითხვებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ინფორმაციის  და გამოცდილების გაზიარებას  და მნიშვნელოვანია სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვისა და გაღრმავებისათვის.

ფოტოფოტო