ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ქალაქ ნურ-სულთანში აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის (BNSR) პლენარული შეხვედრა გაიმართა

#

ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნურ-სულთანში, აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის - BNSR ყოველწლიური პლენარული სხდომა გაიმართა.  სხდომაში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მოლდოვის, საფრანგეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და აშშ-ის ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

წელს, პლენარული სხდომის ძირითადი თემა  ერთიანი ჯანმრთელობისკონცეფციის ფარგლებში, გადამდები დაავადებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე მზადყოფნის და რეაგირების საკითხები იყო.  

საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემდებარე  ლაბორატორიისა და სხვა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა, უცხოელ კოლეგებსა და სხვდასხვა ორგანიზაციის  წარმომადგენლებს  საქართველოში ამ კუთხით არსებული ცოდნა და  გამოცდილება გაუზიარეს. 

ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა თავმჯდომარეობის გადაცემის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, შემდგომი ერთი წლის ვადით,  საქართველომ BNSR-ის მართვის პასუხისმგებლობა ყაზახეთის რესპუბლიკას გადასცა.

ღონისძიება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ, აშშ-ის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით  ჩატარდა.

ფოტო