გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა- „სურსათის კვლევისა და მეტროლოგიის სრულყოფა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში"
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის- „სურსათის კვლევისა და მეტროლოგიის სრულყოფა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში"-ფარგლებში 2015 წლის 28-29 მაისს ს.ს.ი.პ ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარდა პარტნიორი ქვეყნების შეხვედრა.
მოწვეულნი იყვნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლაბორატორიების ხელმძღვანელები და ხარისხის მენეჯერები. შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე და განიხილეს 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმები.