ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები მონაწილეობენ გერმანიაში გამართულ სწავლებებში

#

2015 წლის 15 თებერვალი-2 მარტის პერიოდში სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საკვები პროდუქტების ექსპერტიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტები: ნინო ღიბრაძე და მაია თურმანაული მიწვეულნი იყვნენ ფრეზენიუსის უნივერსიტეტში (. იდშტაინი, გერმანია) სწავლებაზე, რომელიც ჩატარდა გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის პროექტის  ,,სურსათის კვლევისა და მეტროლოგიის განვითარების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებშიფარგლებშისწავლება მიმდინარეობდა  ორი კვირის განმავლობაში  და  მოიცავდა როგორც სალექციო, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებსსწავლების კურსი  ეხებოდა საკვები პროდუქტებისათვის ნიმუშების მომზადების მეთოდებს მყარ -ფაზური ექსტრაქციის საშუალებით. კერძოდ, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიულ მასპექტრომეტრული, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიულ-ფლუორესცენტული და ატომურ აბსორბციული ხელსაწყოებისთვისსწავლებას ესწრებოდნენ  სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანიწარმომადგენლებიც. მონაწილეებმა შესწავლილ მასალასთან დაკავშირებით წარადგინეს პრეზენტაციები. მათ გადაეცათ  სერტიფიკატები.