საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, მიმდინარეობს სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური ანალიზის სწავლება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, მიმდინარეობს სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური ანალიზის სწავლება.
შ.პ.ს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფრაგლებში, კომპანიის სპეციალისტები კვლევის წარმართვის ახალ მეთოდებს ეუფლებიან.
ტრეინინგის მიზანია, ლაბორატორიის სპეციალისტთა გამოცდილების წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებისათვის გაზიარება.სურსათის კვლევების დეპარტამენტის სპეციალისტები მათ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის (ISO) სპეციფიკას გააცნობენ და შეასწავლიან. წყლის ხარისხის ანალიზისას მოცემული მეთოდის გამოყენება, საშუალებას მისცემს მკვლევარს ცდა უფრო საფუძვლიანად, მეტი მახასიათებლის გათვალისწინებით ჩაატაროს.ადგილზე მოხდება როგორც თეორიული ცოდნის გაზიარება, ასევე პრაქტიკული სამუშაოების შესრულებაც. სასმელი წყლის ანალიზის სწავლებას, ლაბორატორიის მხრიდან- წარმართავენ სურსათის კვლევების დეპარტამენტის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის უფროსი , ქ-ნ თამარ მოდებაძე და მთავარი სპეციალისტი, ქ-ნ ნინო ხურცილავა. წყალმომარაგების კომპანიიდან კურსს ისმენენ ,როგორც ცენტრალური ლაბორატორიის წარმომადგენლები, ასევე რეგიონული ფილიალების მთავარი სპეციალისტები.წყლის ხარისხის ანალიზის სწავლება კიდევ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.