ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

მედიატური ზუგდიდის ლაბორატორიაში

#

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის მედიატური გაიმართა.

  მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები ...საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაშიშემავალ ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიასაც ეწვივნენ. მათ საშუალება მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ ლაბორატორიის საქმიანობას. მედიის წარმომადგენლებმა ,ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციებიც მოისმინეს.
  ლაბორატორიაში ამჟამად მიმდინარეობს პროფილის გაფართოება და მოსახლეობისთვის დამატებითი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა. ამრიგად, ცხოველთა დაავადებების კვლევასთან ერთად, ლაბორატორია სურსათის და წყლის კვლევებსა და მცენარეთა დიაგნოსტირებასაც ჩაატარებს. ამასთანავე მიმდინარეობს კადრების გადამზადებაც შესაბამისი სპეციალიზაციით.
  უახლოეს მომავალში ზუგდიდის ლაბორატორია გახდება რეგიონში თხილის ლაბორატორიული კვლევების ცენტრი, სადაც დაინერგება როგორც თხილის ნაყოფის მიკრობიოლოგიური და ქიმიური, ასევე თხილის მცენარის ფიტო-სანიტარიული კვლევები (მავნებლის იდენტიფიცირება და მცენარის ორგანოების დაავადებების დიაგნოსტირება).

 ფოტო