რადიონუკლიდების კვლევა
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ბირთვული გაზომვისა და რადიაციული მონიტორინგის ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების საწარმოს ბელორუსიელი წარმომადგენელი იმყოფება.
ბატონი ალექსანდრე კიჟკო სურსათის კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებს "ATOMTEX"-ის აპარატურის გამოყენების პრინციპებს აცნობს.
აღსანიშნავია, რომ "ATOMTEX"-ის აპარატურა ახდენს სპექტრომეტრიულ და რადიომეტრულ კონტროლს და ახორციელებს რადიონუკლიდების ოდენობის განსაზღვრას წყალში, სურსათში, ცხოველთა საკვებში და სხვა.
ასევე ახდენს რადიონუკლიდური აქტივობის ( 137Cs, 134Cs, 131I, 90Sr, 40K, 226Ra, 232 Th) გაზომვას.
ამგვარად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში სულ მალე დაინრეგება ცეზიუმისა და სტრონციუმის ექსპრესიული მეთოდები.
ერთი და იმავე დოზით დასხივებისას, გარეგან დასხივებაზე უფრო მაღალ რისკს ადამიანის ორგანიზმისათვის შინაგანი, ანუ რადიონუკლიდებით დაბინძურებული სურსათისა და წყლის მოხმარება წარმოადგენს; რამდენადაც, ჯერ ერთი, ორგანიზმში მოხვედრისას ისინი ქიმიურ რეაქციაში შედიან ქსოვილების სხვადასხვა ელემენტებთან და ძალიან ნელა გამოიდევნებიან ორგანიზმიდან და, მეორეც, ორგანიზმში მოხვედრისას მანძილი რადიოაქტიური ნივთიერებების წყაროსა და ქსოვილებს შორის ძალიან მცირეა და, ხშირ შემთხვევაში, 0-ს უტოლდება. ამიტომაც, რადიონულკიდები ორგანიზმში მოხვედრისას ერთვებიან რა ქსოვილებში მიმდინარე სასიცოცხლი პროცესებში არათანაბრად გროვდებიან სხვადასხვა ქსოვილში და იწვევენ მათში მიმდინარე ნორმალური ბიოქიმიური პროცესების დარღვევას.
საკვებში ყველაზე ხშირად გვხვდება ისეთი რადიონუკლიდები, როგორებიცაა ცეზიუმ-137 და სტრონციუმ-90. ეს იმიტომ, რომ ცეზიუმსა და სტრონციუმს მცენარეები ყველაზე იოლად შთანთქავენ. რადიონუკლიდები უპირატესად კონცენტრირდება მცენარის ფესურასა და ბოლქვში, ფესვების მახლობელ ნაწილებში. რადიონუკლიდების დაგროვების კუთხით საქართველოში ჩაია რეკორდსმენი. ასევე, როდესაც ცხოველები რადიონუკლიდებით დაბინძურებულ ტერიტორიაზე ძოვენ ბალახს, მათი ხორციც და რძეც შეიცავს ცეზიუმ-137-ისა და სტრონციუმ-90-ის ჭარბ რაოდენობას, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მაგალითად, ცეზიუმი უპირატესად ღვიძლში ლაგდება და იწვევს ციროზს; სტრონციუმი, კი ძვლოვან სისტემაში და იწვევს ძვლის ტვინის დათრგუნვას და ხელს უწყობს ლეიკოზის განვითარებას.