საქართველო ჩართულია ა.შ.შ.-ის მთავრობის ინიციატივით დაარსებულ ფორმატში „Global Health Security Agenda“.
საქართველო ჩართულია ა.შ.შ.-ის მთავრობის ინიციატივით დაარსებულ ფორმატში „Global Health Security Agenda“. 2015 წლის 25-26 აგვისტოს ვიეტნამში, ქ. ჰანოიში იმართება კონფერენცია
ზოონოზური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე, რომელმაც უნდა მოამზადოს სამოქმედო გეგმა ამა წლის სექტემბერში დაგეგმილი სეულის მინისტერიალისათვის. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია ს.ს.ი.პ „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ დირექტორი, ქ-ნი ლალი მაძღარაშვილი. აღნიშნულ ფორუმზე იგი ხელმძღვანელობს 4 სამუშაო ჯგუფიდან ერთ-ერთს-მონაცემთა, ზედამხედველობის სისტემების და რეაგირების საკითხებზე მომუშავე ჯგუფს. კონფერენციის მუშაობაში 34 ქვეყნის დელეგაციასთან ერთად, რომლებიც ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის უწყებებს წარმოადგენენ, ასევე მონაწილეობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO), ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE); ა.შ.შ.-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ,FAO-ს,UNICEF-ის და UNDP-ს წარმომადგენლები.