აგრარულ საკითხთა კომიტეტი. ანგარიში 2015.
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ს.ს.ი.პ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
ლაბორატორიის დირექტორმა, ქ-ნ ლალი მაძღარაშვილმა დეპუტატებსა და დამსწრე საზოგადოებას ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით - ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათის კვლევა და მცენარეთა დაავადებებისა და საკარანტინო მავნებლების დიაგნოსტიკასა და ამ სფეროში მიმდინარე და გატარებული ღონისძიებების შესახებ გააცნო ინფორმაცია.