ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

თევზის და თევზის პროდუქტების კვლევა საერთაშორისო სტანდარტით

#

.... „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში“ (LMA) სურსათის კვლევის სპექტრი კიდევ უფრო ფართოვდება. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს თევზისა და თევზის პროდუქტებში, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისად, ჰისტამინის კვლევის მეთოდების დანერგვა.

სურსათის კვლევის დეპარტამენტში მიმდინარე პროცესს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტები ხელმძღვანელობენ. მას შემდეგ, რაც ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორია უახლესი აპარატურით აღიჭურვა, საჭირო გახდა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი მეთოდის დანერგვა. FAO- წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობენ კვლევის დანერგვის პროცესში და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ ქართველ სპეციალისტებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პოტენციალი თაფლის მსგავსად, თევზისა და თევზის პროდუქტებსაც გააჩნია. ანტიბიოტიკების კვლევასთან ერთად, პრიორიტეტულია თევზისა და თევზის პროდუქტებში ჰისტამინის შემცველობის დადგენა.

ჰისტამინი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც თევზის ქსოვილში არასწორ ტემპერატურულ პირობებში შენახვის დროს წარმოიქმნება. სურსათის უვნებლობის კუთხით არსებობს სტანდარტი, რომლითაც თევზში ამ ნივთიერების დასაშვები ნორმა განისაზღვრება. ევროპისა და საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი 100 მგ/კგ- წარმოადგენს.

LMA- ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიაში თევზის ნიმუშების კვლევა ახალი, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფის მეთოდით ჩატარდა

 ფოტო

ფოტო