ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სწავლება/სემინარი:ვალიდაცია-ვერიფიკაცია

#

ს.ს.ი.პ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობის ფარგლებში „ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის“ფარგლებში ჩატარდა სემინარი-სწავლება, რომელიც მეთოდების ვალიდაცია-ვერიფიკაციის თემას დაეთმო.

სწავლების მთავარი მიზანი იყო:

1. დიაგნოსტიკური ტესტის ვალიდაციისა და ვერიფიცირების ზოგადი პრინციპების გაცნობა; 
2. რეალურ დროში პოლიმერაზ-ჯაჭვური რეაქციების ტესტის ოპტიმიზაცია;
3. ანალიტიკური და კლინიკური ვერიფიცირება, 
4. დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში ტესტების/მეთოდების ვალიდაცია და ვერიფიკაცია შემდეგი კრიტერიუმებით:

• ანალიტიკური მგრძნობელობა და სპეციფიურობა,
• სიზუსტე და სისწორე,
• დიაგნოსტიკური მგრძნობელობა და სპეციფიურობა,
• სხვა პარამეტრები, რომლებიც რელევანტურია გამოსაყენებლად ლაბორატორიაში.

მოცემულ საკითხზე ლაბორატორიის სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ, რათა ადგილზე განხორციელდეს ახალი ან მოქმედი ტესტის/მეთოდების ვერიფიკაცია.

სწავლება-სემინარის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. „საქართველოს ბატელის მემორიალური ინსტიტუტის“ მკვლევარმა, დევიდ გარსიამ საკუთარი გამოცდილება ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ვირუსოლოგია-მოლეკულური ბიოლოგიის და ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებს გაუზიარა.
სწავლება-სემინარი ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.