სწავლება ცოფის დაავადების მოლეკულურ კვლევაზე
ლაბორატორიის სპეციალისტები ცოფის კვლევის სწრაფი შედეგის მისაღებად ახალ მეთოდს ამუშავებენ.დიდი ბრიტანეთის მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოსთან (APHA) თანამშრომლობის ფარგლებში სსიპ “სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის”
თანამშრომლებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად ცოფის დიაგნოსტირებაზე მორიგი სწავლება გაიარეს. ქართველი კოლეგები ლონდონში არსებულ გარეულ ცხოველთა ზოონოზურ და ვექტორულად გადამტან დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდნენ.
სწავლების მიზანს წარმოადგენდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ცოფის დიაგნოსტიკის დეპარტამენტში უკვე დანერგილი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით მოლეკულური დიაგნოსტიკის ვალიდაციის პროცესის დასრულება. კვლევისათვის საჭირო რეაგენტების უზრუნველყოფა ბრიტანულმა მხარემ მოახდინა. სამ დღიანი შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ცოფთან ერთად სხვა დაავადებების თემატიკაც მოიცვა. ბრიტანელი კოლეგების ვიზიტი, ლაბორატორიის სპეცილისტების მიერ მათთან ერთად ქ.ლონდონში უკვე გავლილი პრაქტიკის შედეგია. სწავლების დასრულების შემდეგ APHA-ს სპეციალისტებმა ტრეინინგის მონაწილეებს დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.