ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის მინისტრი ახალციხის ლაბორატორიაში

#

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების

მათ შორის სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2014 წლიდან ინტენსიურად მუშაობს რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე; ლაბორატორიაში დაინერგა სურსათის და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების (მათ შორის განსაკუთრებით საშიში ინფექციების) პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა. 2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. 2015 წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო. ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია დასაქმებულისოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.