ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ღია კარის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

#

ლაბორატორიაში აფხაზეთის / №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს, როგორც სურსათის კვლევის დეპარტამენტის , ასევე მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიები.

შეხვედრის დროს,მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გასცნობოდნენ. ასევე, კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

       სსიპსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქციები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებულ თეორიულ ცოდნას, პრაქტიკაში გაეცნონ.