ღია კარის დღე „ჩვენი სკოლის“ მოსწავლეებისათვის
2016 წლის 26 იანვარს, სსიპ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ“ დაინტერესებული მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე მოაწყო
საგანმანათლებლო დაწესებულების - „ჩვენი სკოლის“ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გასცნობოდნენ. ღია კარის დღე მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში ჩატარდა. შეხვედრის დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
სსიპ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“ ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქციები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებულ თეორიულ ცოდნას, პრაქტიკაში გაეცნონ.