უწყვეტი პროფესიული სწავლება LMA-ს სპეციალისტებისათვის
28 იანვარს შედგა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (CBEP) ტრეინინგის გადაბარებისა და მდგრადობის თემატიკაზე.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ერთის მხრივ, სსიპ „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ (LMA), დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და სურსათის უვნებლობის სააგენტოს (NFA) წარმომადგენლებმა და მეორეს მხრივ დონორმა კონტრაქტორმა ორგანიზაციამ აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს უფროსმა - ბ-ნ ქრისტოფერ ფლოიდმა ( DTRA). როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, DTRA მზადაა განხორციელოს 251-ზე მეტი სწავლების კურსი ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო თითოეული უწყებისათვის საჭიროების მიხედვით შედგენილი სწავლებების ნუსხა. ასევე მოხდა სამოქმედო გეგმისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. უწყვეტი პროფესიული სწავლების მოთხოვნები და პრიორიტეტები სამივე უწყებისათვის განისაზღვრა: წარმოდგენილი იყო სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან- ოქტომბრის ჩათვლით განხოციელდება და მოიცავს შემდეგ თემატიკას:
• NCDC, LMA/ NFA- სთვის უწყვეტი პროფესიული სწავლების დანერგვისთვის აუცილებელი მარეგულირებელი რეფორმები
• ელექტრონული სწავლების პლატფორმის დანერგვა და NCDC, LMA/ NFA-სთვის CBEP ტრეინინგების მასალების გადაცემა
• CBEP ტრეინინგების მასალების სერტიფიცირება
• ტრენერების ტრეინინგის პროგრამის დანერგვა