ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ქ.დუშეთი-შეხვედრა ფერმერებთან

#

18 თებერვალს ქალაქ დუშეთში სსიპ „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ სპეციალისტები ფერმერებს შეხვდნენ და ლაბორატორიის საქმიანობის ახალი მიმართულებები და სპეციფიკა გააცნეს.

შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა სემინარი ბრუცელოზის დაავადებების შესახებ. საუბარი შეეხო ბრუცელოზის დაავადების სპეციფიკას, რა საშიშროებას წარმოადგენს ბრუცელოზი როგორც პირუტყვისთვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის; როგორია სტატისტიკა და რა უნდა მოიმოქმედოს ფერმერმა, იმისათვის რომ ზარალი თავიდან აიცილოს.
აღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის-მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება. ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან. თითოეული შეხვედრის ბოლოს, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
შეხვედრა ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით.