ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

FAO-ს პროგრამის შეჯამება თევზის პროდუქტების რეალიზაციისათვის

#

საერთაშორისო ბაზარზე თევზისა და თევზის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალი იზრდება. დასრულდა პროექტი, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნების შესრულების საფუძველზე, ქვეყნის აკვა-კულტურის განვითარებისათვის სურსათის ეროვნული სააგენტოსა და

 „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისშესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდა.

 პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) განახორციელა. შემაჯამებელ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, - იური ნოზაძე, FAO- წარმომადგენელი საქართველოში -, მამუკა მესხი, პროექტის საერთაშორისო ექსპერტი, - ვადიმს ბარტკევიჩი და დარგში მომუშავე სხვა სპეციალისტებიც დაესწრნენ.

   როგორც მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ზრდის შესაძლებლობას საქართველოში წარმოებული თევზისა და თევზის პროდუქტების რეალიზაცია მოხდეს მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე. „ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპის ბაზრისკენ. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი აკვაკულტურის განვითარებისკენ“.- აღნიშნა ნოზაძემ.

პროექტის ფარგლებში, შემუშავდა პრიორიტეტული კვლევების ჩამონათვალი (ზღვის თევზის, ქაფშიის უვნებლობის შესასწავლად) და შეიქმნა იმ აპარატურა-მოწყობილობების ნუსხა, რომლებიც საჭირო იყო მოცემული კვლევების ჩასატარებლად. აღსანიშნავია, რომ აპარატურის შესყიდვასთან ერთად, მოხდა საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, რომლებიც უშუალოდ აკვირდებოდნენ ახალი მეთოდების დანერგვის პროცესს და შესაბამის კონსულტაციას უწევდნენ ლაბორატორიის სპეციალისტებს.

   FAO- პატრონაჟით 2014-2015 წლებში ჩატარდა ორი ტრენინგი სურსათის ინპექტორებისა და თევზის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის. საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგის მონაწილეებს თევზის შენახვის, დამუშავებისა და შეფუთვის დროს გასათვალისწინებელი სანიტარულ-ჰიგიენური წესები გააცნეს და პრაქტიკულად განახორციელეს თევზის საწარმოებში თევზის დამუშავება და პროცესზე დაკვირვება ევროკავშირის ჰიგიენური სტანდარტების დაცვით.

   მსგავსი სახის გამოცდილება და ჯაჭვური პრინციპით მეთოდის შემუშავება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ახლად დანერგილი მეთოდის საერთაშორისო აკრედიტაციის სფეროში ჩასართავად. საერთაშორისო აკრედიტაცია ხელს უწყობს ფერმერებს, კოოპერატივის წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ ბიზნეს-ოპერატორებს პროდუქტის ექსპორტისათვის საჭირო სერტიფიკატის მიღებაში; კერძოდ, უზრუნველყოფს ასეთი სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელ ლაბორატორიულ კომპონენტს . ინსტრუმენტულ კვლევების ლაბორატორიაში დანერგილი ახალი კვლევის მეთოდები 2016 წლის დასაწყისში სააკრედიტაციო ნუსხას დაემატება.