ახალი კვლევებისათვის საერთაშორისო აღიარების მოპოვების პროცესი.
ს.ს.ი.პ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ სააკრედიტაციო სფერო ფართოვდება. ლაბორატორიაში ვიზიტით იმყოფებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ახლად დანერგილი მეთოდების სტანდარტთან შესაბამისობას და ლაბორატორიის კომპეტენციას შეამოწმებენ.
17-იდან 22 იანვრის ჩათვლით საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს, ANAB-ის სპეციალისტები დააკვირდებიან თუ რამდენად პასუხობს ლაბორატორიაში ახლად დანერგილი მეთოდები საერთაშორისო სტანდარტებს.
საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ხანგრძლივ პროცედურებს მოითხოვს. 2014 წლის მარტში ANAB-მა „ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას“ ISO 17 025 სტანდარტზე მიანიჭა აკრედიტაცია, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის აკრედიტირებული კვლევების შედეგებს- აქ მიღებული ანალიზის შედეგი აბსოლუტურად სანდო/სარწმუნოა და იდენტურია იმისა, რასაც მიიღებდა დამკვეთი საზღვარგარეთ არსებულ იგივე მეთოდზე იგივე სტანდარტით აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“ ასევე ფლობს ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სერტიფიკატს.
ამჟამად მიმდინარე სააკრედიტაციო აუდიტის საგანი - სხვა კვლევებთან ერთად - არის 2015 წელს დანერგილი ანალიზური ქიმიის კვლევები, რომლებიც სრულდება შემდეგი აპარატურის გამოყენებით:
თხევადი ქრომატოგრაფი ორამგი მას-სპექტრომეტრული დეტექტორით- ანტიბიოტიკების, სტეროიდების და ა.შ. ნარჩენების დეტექცია გაზური ქრომატოგრაფი მას-სპექტრომეტრული დეტექტორით-პესტიციდების ნარჩენების შემცველობა თხევადი ქრომატოგრაფი UV, ფლუორესცენტული და რეფრაქციის მაჩვენებლების დეტექტორებით-საკვებში დანამატების შემცველობის ანალიზი პლაზმა-მას.სპექტრომეტრი-ტოქსიური ელემენტების შემცველობის განსაზღვრისათვის იონური ქრომატოგრაფი-წყალში ნიტრატი/ნიტრიტების და სხვა იონების განსაზღვრისთვის