დუშეთში ახალი ლაბორატორია გაიხსნა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია საზეიმოდ გახსნეს.
დუშეთში მდებარე სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ახალ შენობა, დონორი ორგანიზაციის - აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშენდა.