ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სწავლება „გაზური ქრომატოგრაფის ტექნიკურ მომსახურებაზე“

#

2015 წლის 14-15 დეკემბერს ს.ს.ი.პ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ“ (LMA) უმასპინძლა ტრენინგს: „გაზური ქრომატოგრაფის ტექნიკური მომსახურება“. 

   აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებული იყო PTB-ს (გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტი) მიერ განხორციელებული რეგიონალური პროექტის „სურსათის საგამოცდო და მეტროლოგიის შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ფარგლებში.
   ლაბორატორიაში გამოყენებული ხელსაწყოების ტექნიკური, მათ შორის პრევენციული, მომსახურება განხორციელებული გაზომვების სიზუსტის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. აღნიშნული ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა კონკრეტულად გაზური ქრომატოგრაფის ტექნიკური მომსახურების ძირითადი ასპექტების განსაზღვრა და განხილვა, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად. ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი განხორციელდა ს.ს.ი.პ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ ინსტრუმენტალური კვლევების განყოფილებაში, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ რეალურად ენახათ და დაკვირვებოდნენ ტექნიკური მომსახურების ეტაპებს.
   სწავლებას გარდა ს.ს.ი.პ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ თანამშრომლებისა, ასევე ესწრებოდნენ PTB-ს რეგიონალურ პროექტში მონაწილე საქართველოს სხვა ლაბორატორიის სპეციალისტებიც.