ღია კარის დღე კოლეჯ „ორიენტირის“ სტუდენტებისათვის
2015 წლის 11 დეკემბერს, სსიპ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ“ დაინტერესებული სტუდენტებისათვის ღია კარის დღე მოაწყო. კოლეჯ „ორიენტირის“ ქიმიური და სასურსათო ექსპერტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გასცნობოდნენ
და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის ჩატარებაში. ღია კარის დღე ჩატარდა ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით: მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში. შეხვედრის დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
სსიპ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“ ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქციები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განამტკიცონ.