ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

შეხვედრა მარნეულში ბრუცელოზის დაავადების შესახებ

#

2015 წლის 13 ნოემბერს ქ. მარნეულში გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ბრუცელოზის დაავადებების შესახებ. დაინტერესებულ პირებს ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესები თბილისის ფილიალის ცხოველთა და მცენარეთა დაავადებებისა და სურსათის კვლევის დეპარტამენტების სპეციალისტებმაც გააცნეს.

ბრუცელოზის დაავადების შესახებ მოხსენებით გამოვიდა მარნეულის რეგიონული ლაბორატორიის უფროსი ქ-ნ, ქეთევან კვანტალიანი.
შეხვედრა ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ,ქ-ნ ანა გულბანმა გახსნა.
   საუბარი შეეხო ბრუცელოზის დაავადების სპეციფიკას, რა საშიშროებას წარმოადგენს ბრუცელოზი როგორც პირუტყვისთვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის; როგორია სტატისტიკა ქვემო ქართლის მაგალითზე და რა უნდა მოიმოქმედოს ფერმერმა, იმისათვის რომ ზარალი თავიდან აიცილოს.
   სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდების არსისა და ტესტირების გაცნობა, ასევე პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი მიწათმოქმედებისათვის და მიზნობრივი ჯგუფისათვის.
   აღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება. ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან. თითოეული შეხვედრის ბოლოს, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
შეხვედრა ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით.