ევროკომისარის ვიზიტი ლაბორატორიაში
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ევროკომისარს ჯანდაცვისა და სურსათის უნვებლობის დარგში, ვიტენის ანდრიუკაიტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია დაათვალიერებინა.
ლაბორატორიის დირექტორმა, ქ-ნ ლალი მაძღარაშვილმა და ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოწვეულ სტუმარს ლაბორატორიული საქმიანობა გააცნეს.
"ჩვენ ვნახეთ რეალური, პრაქტიკული და პოზიტიური მაგალითი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სახით, სადაც დანერგილი ახალი ტექნოლოგიები აბსოლუტურ თანხვედრაშია ევროკავშირის სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებთან. მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის პოლიტიკის მხარდაჭერა, სახელმწიფო ეხმარება საზოგადოებას, რომ მიირთვან უსაფრთხო საკვები, რომელსაც აკონტროლებს ასეთი მძლავრი ლაბორატორია. მე ვარ ძალიან ამაყი სურსათის უვნებლობის დარგში აღნიშნული პროგრესით“, - განაცხადა ევროკომისარმა, ვიტენის ანდრიუკაიტისმა.