სწავლების „ვალიდაცია-ვერიფიკაცია” II ეტაპი
ს.ს.ი.პ.“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა“ და ა.შ.შ.-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა სემინარი-სწავლების მეორე ეტაპი, რომელიც მეთოდების ვალიდაცია - ვერიფიკაციის თემას დაეთმო.
სწავლების მთავარი მიზანი იყო:
1. დიაგნოსტიკური ტესტის ვალიდაციისა და ვერიფიცირების ზოგადი პრინციპების გაცნობა;
2. პოლიმერაზ-ჯაჭვური რეაქციების ტესტის ოპტიმიზაცია;
3. ანალიტიკური და კლინიკური ვერიფიცირება,
4. დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში ტესტების/მეთოდების ვალიდაცია და ვერიფიკაცია შემდეგი კრიტერიუმებით:
• ანალიტიკური მგრძნობელობა და სპეციფიურობა,
• სიზუსტე და სისწორე,
• დიაგნოსტიკური მგრძნობელობა და სპეციფიურობა,
• სხვა პარამეტრები, რომლებიც რელევანტურია გამოსაყენებლად ლაბორატორიაში.
მოცემულ საკითხზე ლაბორატორიის სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ, რათა ადგილზე განხორციელდეს ახალი ან მოქმედი ტესტის/მეთოდების ვერიფიკაცია.
სწავლება-სემინარი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თუ პირველი ეტაპი უფრო მეტად თეორიული ცოდნის გაზიარებას დაეთმო, მეორე ეტაპი, ძირითადად, პრაქტიკულმა სამუშაოებმა მოიცვა. „საქართველოს ბატელის მემორიალური ინსტიტუტის“ მკვლევარმა, დევიდ გარსიამ საკუთარი გამოცდილება ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ვირუსოლოგია-მოლეკულური ბიოლოგიის და ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებს გაუზიარა.