ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

EIDSS AVR-ის მოდულზე მუშაობა

#

საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე დაკვირვების კიდევ უფრო მარტივი სისტემა - ს.ს.ი.პ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ სპეციალისტებმა EIDSS AVR-ის მოდულზე (ანალიზი, ვიზუალიზაცია და ანგარიშგება) მუშაობის უნარ-ჩვევები შეიძინეს.

   AVR - ეს არის სპეციალური მოდული, რომელიც უზრუნველყოფს დაავადებების შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მარტივი ანალიზის, ჩვენების, ანგარიშისა და რუკაზე სტატისტიკური ინფორმაციის დატანის შესაძლებლობას. ასევე, მიღებული მონაცემებისა და ტექნოლოგიების გაზიარებას საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მომუშავე დარგის სხვა სპეციალისტებთან.

   AVR - თავის მხრივ წარმოადგენს დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის (დზეის) ნაწილს, რომლის მიზანია ადამიანის და ცხოველთა დაავადებების მონიტორინგისა და პრევენციის გაძლიერება და მხარდაჭერა „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციის ფარგლებში.

  პროგრამა საშუალებას აძლევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებზე მომუშავე სპეციალისტებს, მიიღონ დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც იქნება უფრო მარტივად აღქმადი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

   ს.ს.ი.პ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიდან“ კურსს ესწრებოდნენ, როგორც თბილისის ფილიალის თანამშრომლები, ასევე რეგიონული ლაბორატორიის სპეციალისტები.
   კურსი აშშ-ს საფრთხის შემცირების სააგენტოს კონტრაქტორმა , ეპიდემიოლოგმა ედუარდ შერიფმა(Edward Sheriff) ჩაატარა. ერთკვირიანი ინტენსიური სწავლების ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.