ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება
3 ნოემბერს სსიპ "საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს შეუერთდა.
მემორანდუმი ეხება გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში ურთიერთ თანამშრომლობას.აღნიშნულ თანამშრომლობას საფუძველი 2007-2013 წლებში ევროკავშირის ,,ტემპუსის’’ პროგრამით განხორციელებული პროექტების ფარგლებში ჩაეყარა.
სსიპ "საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია" მხარს უჭერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ევროკავშირის "ტემპუსის" პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განვითარებას გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგში და მზადყოფნას გამოთქვამს, შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს აღნიშნული პროგრამების წარმატებით განხორციელებას. შეხვედრის დასრულებისას,სასწავლო პროგრამებში შეტანილი წვლილისათვის სსიპ "საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას" მადლობის სიგელი გადაეცა.