PCR და სექვენირება-სამუშაო სწავლება
ს.ს.ი.პ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ (LMA) მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილებაში მიმდინარეობს კვლევის თანადმეროვე მეთოდების დანერგვა. კომპანია „Thermo Fisher Sc.” (კომპანია, რომლის აპარატურაც ლაბორატორიაშია განთავსებული) -ის წარმომადგენელმა PCR-ზე და
სექვენირებაზე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლება ჩაატარა. სექვენირების მეთოდი დღეისათვის წარმოადგენს მთავარ მეთოდს მოლეკულური დიაგნოსტიკის სფეროსთვის, თუმცა ამ მეთოდით მუშაობა მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. LMA-ს ლაბორატორიაში კაპილარული ელექტროფორეზის სექვენირებისათვის გამოიყენება უახლესი „Genetic Analyzer 3500“-ის აპარატურა, რომელიც საშუალებას იძლევა პათოგენების აღმოჩენისას, ლაბორატორიის დასკვნა იყოს უფრო ზუსტი და სარწმუნო.
PCR –„ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია“- მოლეკულურ ბიოლოგიაში წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომელსაც პრინციპულად ახალ, დნმ-სა და რნმ-ს განსაზღვრის დონემდე აჰყავს დიაგნოსტიკა და საშუალებას იძლევა გამოვლინდეს გენეტიკური მუტაცია.
მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა სწავლება ხელსაწყოს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაზეც გაიარეს. სწავლება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. სწავლების დასრულების შემდეგ მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებს სერთიფიკატები გადაეცათ.