ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სამუშაო სწავლება „გაზომვების განუსაზღვრელობაზე"

#

2015 წლის 29 სექტემბერი - 1 ოქტომბრის განმავლობაში ს.ს.ი.პ. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“ (LMA) მასპინძლობდა სამუშაო სწავლებას თემაზე: „გაზომვების განუსაზღვრელობის შეფასება ანალიტიკური გაზომვებისას - ძირითადი პრინციპები და მათი პრაქტიკული გამოყენება“.

აღნიშნული სწავლება ორგანიზებული იყო PTB-ს (გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტი) მიერ განხორციელებული რეგიონალური პროექტის „სურსათის ტესტირებისა და მეტროლოგიის შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ფარგლებში.

გაზომვების განუსაზღვრელობის შეფასება ISO 17025 სტანდარტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ამდენად, აღნიშნული სწავლების მიზანს წარმოადგენდა გაზომვების განუსაზღვრელობის შეფასებისას მონაწილე ლაბორატორიების კომპეტენციის დონის გაზრდა.

სწავლებას უძღვებოდა გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ მოწვეული ექსპერტი, პროფესორი, დოქტორი ბერტრამ ნაგელი. სამუშაო სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

სწავლებას PTB-ს რეგიონალურ პროექტში მონაწილე ქართული ლაბორატორიების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის და მოლდოვეთის ლაბორატორიის სპეციალისტები.

LMA- დან სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს კალიბრაციის ლაბორატორიის უფროსმა, გრიგოლ აბულაძემ და კალიბრაციის ლაბორატორიის მთავარმა სპეციალისტმა, ალექსი არდიშვილმა.