ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

"საველე ეპიდემიოლოგისა და ლაბორატორიის სასწავლო პროგრამის" მე-5 კოჰორტის გამოშვება.

#

2015 წლის 24 აგვისტოს შედგა ა.შ.შ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების(CDC) 2 წლიანი კურსის -"საველე ეპიდემიოლოგისა და ლაბორატორიის სასწავლო პროგრამის" მე-5 კოჰორტის გამოშვება. მისმა კურსდამთავრებულმა, თამარ ჭკუასელმა, წარმოადგინა პრეზენტაცია 2007-2014 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიულ ქსელში ჩატარებული ბრუცელოზის ლაბორატორიული კვლევების ეპიდემიოლოგიური ინტერპრეტაციის შესახებ.

    ამ ორწლიანი პროგრამის რეზიდენტები საქართველოს ჯან.დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების თანამშრომლები არიან; კურსის მიზანია საზოგადოებრივი ჯან.დაცვის სფეროში დასაქმებული ეპიდემიოლოგებისა და ლაბორატორიის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება,დაავადებებზე ზედამხედველობის თანამედროვე სისტემების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სრულყოფა.

   CDC -ის მიერ მრავალ ქვეყანაში წარმატებით დანერგილ პროგრამას ერთი უმთავრესი მახასიათებელი აქვს -კურსის განმავლობაში ჯან.დაცვის და ვეტერინარიის სფეროს სპეციალისტები ერთობლივი საველე კვლევების ჩატარებისას, სრულყოფენ ცოდნას ეპიდემიოლოგიური მოკვლევის დაგეგმვის,მონაცემთა შეგროვების და ანალიზის საკითხებში, რაც არსებითია დაავადებებზე ზედამხედვლობის ეფექტიანი სისტემების ფუნქციონირებისათვის.

   ს.ს.ი.პ."საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის " თანამშრომლები ამ პროგრამის აქტიური მონაწილეები არიან მისი საქართველოში დაარსების დღიდან.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩოს, ჯან.დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.