სემინარი მარცვლეული კულტურის დაავადებების შესახებ
2015 წლის 10 სექტემბერს ქ. გორში ჩატარდა სემინარი მარცვლეული კულტურის დაავადებების შესახებ. მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის გორის რეგიონული ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის სფეროში-მანანა ლაბაძე.
შეხვედრა გახსნა ს.ს.ი.პ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფროსმა, ლალი მაძღარაშვილმა. სემინარს ესწრებოდნენ სათაო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდების არსისა და ტესტირების გაცნობა, ასევე პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი მიწათმოქმედებისათვის და მიზნობრივი ჯგუფისათვის.
გორის ლაბორატორიაში დანერგილი ფიტოსანიტარული მეთოდები შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივებს, მოახდინონ მცენარეთა მავნე ორგანიზმების დროული დიაგნოსტიკა. ანალიზის შედეგების საფუძველი კი, მათთვის ხდება გზამკვლევი, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან გარანტირებული მოსავლის მისაღებად.
აღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის-მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება.ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან.თითოეული შეხვედრის ბოლოს, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
შეხვედრა ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით.