პრაქტიკული სწავლება სურსათის კვლევის ლაბორატორიაში
პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის. ამჟამად, ლაბორატორიაში სწავლება უტარდებათ აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების სტუდენტს და პროფესიული კოლეჯის, „სპექტრისა“ და „ორიენტირის“ ახალგაზრდა სპეციალისტებს.
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქტივობები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის.
თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.
2018 წლის მიმდინარე მონაცემებით პრაქტიკული მეცადინეობები უკვე ჩაუტარდა 100-მდე სტუდენტს. მიმდინარეობს სტუდენტების შემდგომი პროფესიული განვითარება, საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების მიღების ხელშეწყობა. შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა ახალგაზრდა კვალიფიციური ადამიანური რესურსი.
#სოფლისმეურნეობა2018
#გარემოსდაცვა2018
#სოფლისმეურნეობისლაბორატორ
#პროფესიულისწავლება
#პრაქტიკულიმეცადინეობები
#სურსათისკვლევა
#Laboratory #LMA