სწავლება სურსათის კვლევების მიმართულებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტმა მონაწილეობა საერთაშორისო სწავლებაში მიიღო.
ლაბორატორიის სპეციალისტმა, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ერთკვირიანი ინტენსიური სწავლება „სურსათის კვლევის ლაბორატორიის კომპეტენტურობის ზოგადი მოთხოვნების“ შესახებ გაიარა.
სწავლებას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მხარეებმა სურსათის კვლევის ლაბორატორიისათვის საერთაშორისო სტანდარტის - 17025:2017-ის მოთხოვნები და მასში შესული ცვლილებების შესწავლისა და აპრობაციის საკითხები განიხილეს.
სწავლება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA)-ს ორგანიზებით, ინდონეზიაში, ქ. ბოგორში ჩატარდა.
#სოფლისმეურნეობა2018
#გარემოსდაცვა2018
#სოფლისმეურნეობისლაბორატორ
#კვალიფიკაციურიპერსონალი
#IAEA #LMA #LABORATORY