ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სამეცნიერო სტატიები

ლობიოს კულტურის სარეველები

ლობიო  (Phaseolus) პარკოსანთა ოჯახის მცენარეა. იგი კულტივირდება მთელ მსოფლიოში. მისი სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა. ჩვეულებრივი ლობიო (Phaseolus vulgaris) ამერიკიდან ევროპაში შემოიტანეს მე-16 საუკუნეში.  დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიასა და სამეგრელოში ლობიო მე-17 საუკუნიდანაა კულტივირებული. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მოგვიანებით გავრცელდა, იგი სამარცვლე პარკოსანთა შორის პირველ ადგილზეა. საქართველოში ლობიო ერთ-ერთი ტრადიციული კულტურაა, რომელსაც ჩვენ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მას იყენებენ როგორც ნედლი პარკის, ისე მწიფე მარცვლის სახით,  ლობიოს მწვანე პარკი ფართოდ გამოიყენება საკონსერვო მრეწველობაშიც; მეცხოველეობაში ცხოველთა საკვებად იყენებენ მწვანე მასას, მის სილოსს (სიმინდთან ერთად). ლობიოს მარცვალი შეიცავს 31%-მდე ცილას, 50-60% ნახშირწყლებს, 3,6%-მდე ცხიმს. ლობიოს ზიანს აყენებენ სხვადასხვა სარეველა მცენარეები: ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.), ერთწლიანი თივაქასრა (Poa annua L.), ჩიტიფეტვა (Phalaris arundinaceae L.), მწვანე ძურწა (Setaria viridis (L) P. B.), ყვითელი ძურწა (Setaria glauca (L.) P. B.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), საპონელა (Anagallis coerulea Schreb.), ორკბილა (Bidens tripartita L.), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medic.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.), ლემა (Datura stramonium L.), ნემსიწვერა (Geranium sanguineum L.), გვირილა (Matricaria L.), ჰელიოტროპი (Heliotropum lasiocarpum Fisch. Et Mey.), ყვითელი ძიძო (Melilotus officinalis L.), მატიტელა (Polygonum L.), დანდური (Portulaca oleracea L.), გაზაფხულის თავყვითელა (Senecio vernalis W. et K.), მინდვრის მდოგვი (Sinapis arvensis L.), სპერგულა (Spergula  L.), ჟუნჟრუკი (Stallaria media (L.) Cyr.), თეთრი სამყურა (Trifolium repens L.), ჭინჭარი (Urtica diodica L.), ღორის ბირკა (Xanthium strumarium L.) და სხვა. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.ჩიტიფეტვა - Phalaris arundinaceae L.       მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესვთა სისტემა - ფუნჯა, ფესურა გრძელი, მხოხავი, მოყვითალო-ყავიფერი; ღერო - სწორმდგომი, შეუბუსავი, გლუვი, სიმაღლით 50-200 სმ; ფოთოლი - მარტივი, ლანცეტისებური ან ხაზურა, ბოლო წვეტიანი, ქვედა მხარეს შებუსული; ყვავილედი - საგველა, ყვავილი პატარა, მომწვანო, იასამნისფერი ელფერით, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე; ნაყოფი - ყავისფერი ან მოყვითალო მარცვალა, სიგრძით 1.7-2.5 მმ, მწიფდება ივლის-აგვისტოში.ნემსიწვერა - Geranium sanguineum L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა ნემსიწვერასებრთა ოჯახიდან; ფესურა -  გრძელი, ხორცოვანი; ღერო - შებუსული, დატოტვილი, 20-50 სმ; ფოთლი - მომრგვალო ან თირკმლისებური,  5-7 ლანცეტა ან ვიწრო ელიფსურ სეგმენტებად გაყოფილი, რომლებიც თავის მხრივ 2-3 ნაწილად იყოფა; ყვავილი - წითელი, საყვავილე ღერძი ერთყვავილიანია, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი - კოლოფი, ნაყოფს იძლევა ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე.ღორის ბირკა - Xanthium strumarium L.ერთწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, უხეში, დატოტვილი, მონაცრისფრო-მწვანე ან მოწითალო, შებუსული, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები - გულისებური, 3-5 ნაკვთიანი, კიდედაკბილული, ყუნწიანი, ზემოდან  -  მწვანე, ქვემოდან  - ღია მწვანე, 10 სმ-მდე სიგრძის; ყვავილი - შეკრებილია ფოთლის უბესთან, ყვავილობს ივლის -სექტემბერში; ნაყოფი - მოგრძო-ოვალური, ეკლიანი თესლურა, დიამეტრით 1-2 სმ, მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.საპონელა - Anagallis coerulea Schreb.ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა, განსაკუთრებით შხამიანია ფესვები, რადგან შეიცავს საპონინებს. ფურისელასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ფესვი - მთავარღერძა, წვრილი; ღერო - მხოხავი, ოთხწახნაგიანი, 5-30 სმ სიგრძის; ფოთლები - მოპირდაპირედ განლაგებული, მჯდომარე, ლანცეტა ან მოგრძო კვერცხისებური, კიდემთლიანი; ყვავილები - წითელი, ან თეთრი ან ყვითელი, ვითარდება ფოთლის უბესთან, დიამეტრით 10-15 მმ; ნაყოფი - კოლოფი, მომრგვალო, ერთბუდიანი, თესლი მცირე ზომის, მწიფდება აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე.სპერგულა - Spergula  L.ერთწლიანი, ბალახოვანი,  სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან, 15-20 სმ სიმაღლის; ფოთლები - ხაზურა; ყვავილები - მცირე ზომის, თეთრი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბერამდე; ნაყოფი - კოლოფი, კვერცხისებური ფორმის, თესლი 1,1 მმ დიამეტრის, სფერული, ლინზისებურად შეჭყლეტილი, ყავისფერი, მწიფდება ივლისიდან აგვისტომდე; მცენარე უპირატესობას ანიჭებს მჟავე და ტენიან ნიადაგებს.  ჟუნჟრუკი - Stallaria media (L.) Cyr.მიხაკისებრთა ოჯახის წარმომადგენელია; ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა; ღერო - სუსტი, მწოლარე, ცილინდრული, დატოტვილი, 10 სმ-მდე; ფესვი - ფუნჯა; ფოთლები კვერცხისებური, ბოლოში წაწვეტებული; ყვავილები მცირე ზომის, თეთრი; ყვავილობს - მაის-აგვისტოში; ნაყოფი - კოლოფი, მოგრძო ფორმის; თესლი - მომრგვალო ან თირკმლისებური, მუქი ყავისფერი ან მონაცრისფრო-ყავისფერი, სიგრძე 0.75-1.25 მმ, ერთი მცენარე იძლევა 15 000 თესლს, აღმოცენების უნარს 2-5 წლის განმავლობაში.წიწმატურა - Capsella bursa-pastoris (L.) Medic.ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მარტივი, დატოტვილი, სიმაღლე 20-60 სმ; ფოთოლი - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, მოგრძო-ლანცეტისებური; ყვავილი წვრილი, თეთრი ფერის, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი - ჭოტაკი, სიგრძე 5-8 მმ, უკუღმა სამკუთხა-გულისებური; თესლი - მოყავისფრო-მოყვითალო, ოვალური, ბადისებური ზედაპირით, სიგრძე 1-2.5 მმ, სიგანე  0.5-0.7 მმ, მწიფდება მაისიდან სექტემბრამდე, ერთი მცენარე იძლევა 70 000 თესლს;  ჰელიოტროპი - Heliotropum lasiocarpum Fisch. Et Mey.მრავალწლიანი, შხამიანი მცენარეა (მიწისზედა ორგანოები და თესლი) ლაშქარასებრთა ოჯახიდან; ღერო - დატოტვილი, 20-50 სმ სიმაღლის; ყვავილები წვრილი, თეთრი, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; ფოთოლი - ელიფსური;  ნაყოფი (თესლი) უკუკვერცხისებრი, ოვალური, წვერი მრგვალია, ფუძე - ოდნავ ოვალური, ზედაპირი უსწორმასწორო, ნაცრისფერი, ან მომწვანო-ყავისფერი, თესლის  სიგრძე 1.25-1.75მმ; სიგანე  0.75-1 მმ. ლემა - Datura stramonium L.ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი - მთავარღერძა, დატოტვილი ძლიერი; ღერო 1.5 მ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, კვერცხისებური, კიდედაკბილული, წვეროში წაწვეტებული, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვედა მხრიდან მონაცრისფრო; ყვავილები ერთეული, კენწრული ან ფოთლის უბესთან განვითარებული, თეთრი, დიდი ზომის,  არასასიამოვნო სუნით, ყვავილობს ივლის - აგვისტოში; ნაყოფი - ოთხბუდიანი კოლოფი, დაფარულია ეკლებით, თესლი თირკმლისებური, გლუვი, შავი, სიგრძე 3-3.5 მმ, სიგანე 1.5-2 მმ, ერთ კოლოფში მწიფდება 500-800 თესლი, ერთ მცენარეზე ვითარდება 25-45 ათასი თესლი.გვირილა  - Matricaria L.ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სპეციფიკური სუნით. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - შიშველი, შეუბუსავი, სიმაღლე 15-60 სმ, ძირიდან დატოტვილი; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, ორმაგფრთისებრ დანაკვთული; ყვავილედი - კალათა, დიამეტრით 25 მმ;  ნაყოფი ცილინდრული თესლურა ოდნავ მოხრილი, გვერდებთან შეჭყლეტილი, წვრილი, ზედაპირი გლუვი,  მუქი მწვანე, მასაში მოვერცხლისფრო - ნაცრისფერი, სიგრძე 0.8 – 1.25 მმ, სიგანე 0.2-0.3 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 5000 თესლი. მინდვრის მდოგვი - Sinapis arvensis L.ერთწლიანი, ბალახოვანი, ფართოფოთლიანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ღეროს სიმაღლე 10-100 სმ;  ფოთოლი - მჯდომარე, მოგრძო  კვერცხისებრი, ყვავილი - ყვითელი; ნაყოფი - ჭოტი, ცილინდრული, შიშველი ან ოდნავ შებუსული, 2-4 სმ სიგრძის;  თესლი - მრგვალი, შავი ან მუქი ყავისფერი, გლუვი ზედაპირით, დიამეტრი 1.25-1.75 მმ, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს ნიადაგში 10 წელიწადს, ერთი მცენარე ივითარებს 1200-2000 ცალ თესლს.თეთრი სამყურა - Trifolium repens L.მრავალწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან. ფესვი -მთავარღერძა, დატოტვილი, ვრცელდება 40-60 სმ სიღრმეზე; ღერო - მხოხავი, დატოტვილი, შიშველი; ფოთლები - რთული, სამფოთოლაკიანი, გრძელი ყუნწით, თითქმის სფეროსებური; ყვავილი -  თეთრი, ყვავილობს მაისიდან გვიან შემოდგომამდე; ნაყოფი - პარკი, მოგრძო, ბრტყელი, 2-5  თესლით, თესლი გულისებურ-ოვალური, მოყვითალო, ღია ყავისფერი, სიგრძე 1-1.5 მმ, სიგანე 0.75-1.25 მმ,  მწიფდება ივნის-ივლისში, ერთი მცენარე იძლევა 1000-10 000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 2-3 წელს.ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიმაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი                                                                                                                                                                           

იხილეთ სრულად

მზესუმზირას სარეველები

მზესუმზირას სამშობლო ჩრდილოეთი ამერიკაა. არქეოლოგიური გათხრებით დამტკიცდა, რომ ინდიელებმა მისი კულტივირება 2000 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყეს, ზოგი არქეოლოგი ამტკიცებს, რომ მზესუმზირას მოვლა-მოყვანა დაიწყეს ხორბალზე უფრო ადრე. ინდიელები მას მიიჩნევდნენ მზის ღვთაების (ინტის ანუ პუნჩაოს) სიმბოლოდ, განსაკუთრებით აცტეკები, ოტომები (მექსიკაში) და ინკები (პერუში).  მე-16 საუკუნეში მზესუმზირა ამერიკიდან ევროპაში გავრცელდა, სადაც მას „მზის ყვავილი“ უწოდეს. საქართველოში მზესუმზირა უმეტესად მოჰყავთ კახეთის რეგიონში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი);  მოსავალს იღებენ კალათების ძირითადი მასის (80-90 %) მურა ყვითლად ან მურად შეფერვისას; მზესუმზირა შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, ვიტამინსა და მინერალს: კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, ნატრიუმს, კალციუმს, ცხიმებს, მეთიონინს, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს; მზესუმზირას ზეთს იყენებენ კულინარიაში, მისი ნაცრისგან მიღებული პოტასიუმი გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში, ჩენჩოზე 10 %-იანი სინთეზური წებოს დამატებით და დაწნეხით იღებენ მოზაიკურ, ძვირფას  ფილებს ავეჯისთვის და სხვა ნივთებს; კოპტონი, ჩენჩო, ბზე და სილოსი ცხოველთა საკვებად გამოიყენება.მზესუმზირას დიდ ზიანს აყენებენ სარეველა მცენარეები: მზესუმზირას კელაპტარა (Orobanche cumana Wallr.), მდელოს თივაქასრა (Poa pratensis L.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.),  ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), ყვითელი ძურწა (Setaria glauca (L.) P.B.), შალაფა (Sorghum halepense L.), ყანის ბირკა (Caucalis daucoides L.), ბოლოკა (Rapistrum rugosum (L.) All.), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medic.), ჩვეულებრივი ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia L.), ბეგიაური (Galium aparine L.) და სხვა.ქვემოთ წარმოდგენილია მათი მოკლე დახასიათება.მზესუმზირას კელაპტარა  - Orobanche cumana Wallr.ფესვის პარაზიტია, ნიადაგის ზემოთ ღეროს თეთრი ფერისაა, შემდეგ იასამნისფერს იღებს, რომლის სიგრძე 50 სმ შეადგენს; ყვავილი -  მოცისფრო საყვირის ფორმის; ნაყოფი - ყავისფერი კოლოფია, ერთი მცენარე 40 კოლოფს ივითარებს, თითოეულ კოლოფში 2000 თესლია, მცირე ზომის მტვრისებური, ქინძისთავისებურ- მსხლისებური, ოვალური, თითქმის სფეროსებური, ზედა ნაწილი ფართო, ქვედა შევიწროვებული, ზედაპირი დანაოჭებული, ჭიპი სუსტად გამოხატული, მუქი ყავისფერი, მონაცრისფრო-ყავისფერი, სიგრძე 0.25-0.3 მმ, სიგანე 0.25 მმ, ერთი მცენარე ივითარებს 60000 – 100000 თესლს, სიცოცხლის უნარს ინარჩუნებს 12 წელი.მდელოს თივაქასრა  - Poa pratensis L.მრავალწლიანი, ფესურიანი, ერთ-ერთი ადრე საგაზაფხულო სარეველაა; ღერო სიმაღლით 30-90 სმ, იშვიათად 10-20 სმ; ფოთლები - ვიწრო, ხაზურა, სიგრძით 4 მმ, სუსტად შებუსული, ყვავილედი -  საგველა, სიგრძით 20 სმ, თავთავი - კვერცხისებური, 2-5 ყვავილიანი, მწვანე, იშვიათად იასამნისფერი; მარცვალი - კილიანი, მოგრძო-ცილინდრული, მომწვანო-ნაცრისფერი, ყავისფერი, მოყვითალო-ყავისფერი, სიგრძე 2.25-3 მმ, სიგანე 0.5-0.75 მმ,  მარცვალი ოვალურ-ცილინდრული, დანაოჭებული, ღია ან მუქი ყავისფერი, ერთი მცენარე ივითარებს 2000-5000 თესლს.ავშანფოთლიანი ამბროზია - Ambrosia artemisiifolia L.ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა  ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, ნიადაგში აღწევს 4 მ-მდე; ღერო - სწორმდგომი, დატოტვილი, შებუსული, 0.1-2.5 მ სიმაღლის; ფოთლები - ერთი ან ორმაგ ფრთისებრდანაკვთული, ქვედა მხრიდან შებუსული; ყვავილები - ყვითელი, კალათად შეკრებილი (ერთსახლიანი მცენარეა მდედრობითი და მამრობითი ყვავილებით); ნაყოფი - უკუკვერცხისებრი თესლურაა საბურველით, ცენტრში ერთი დიდი ქაცვით და 5-7 პატარა ქაცვებით ირგვლივ თესლის ზედა მრგვალ ნაწილზე; მომწვანო -მონაცრისფრო, ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.25 მმ, სიგანე და სისქე 1.5-2 მმ. ნაყოფს ანუ თესლურას ადვილად შორდება საბურველი, თესლი უკუკვერცხისებრი, გლუვი, ბზინვარე, ყავისფრიდან შავამდე, სიგრძე 1.5-2.2 მმ, სიგანე და სისქე 1-1.5 მმ. ყვავილობა - ივლისის ბოლო, აგვისტო; ნაყოფს იძლევა სექტემბერ-ოქტომბერში. ბოლოკა - Rapistrum rugosum (L.) All.ერთწლიანი, მოზამთრე სარეველაა ჯვაროსანთა ოჯახიდან, ფესვი - მთავარღერძა, ძლიერი; ღერო - სწორი, სუსტად დაღარული, დატოტვილი, 30-100 სმ სიმაღლის; ფესვთან მდებარე ფოთლები, ყუნწიანია, მუქი მწვანე, ზოგჯერ მოწითალო ელფერით, ზედა ფოთლები, მოგრძო ლანცეტისებური ან ოვალური დაკბილული; ყვავილი -  ყვითელი, ღეროს ბოლოში განლაგებული, ყვავილობს მაის-აგვისტოში; ნაყოფი - ჭოტაკი შედგება ორი ნაწილისგან, ზედა - მომრგვალო კაკლუჭაა, ქვედა ცილინდრული, ზედაპირი დანაოჭებული, ნაცრისფერ-ჩალისფერი, ხშირად შავი წერტილებით, სიგრძე 3-4 მმ, სიგანე 2-3 მმ, თესლი ოვალური ყავისფერი, გლუვი, მწიფდება ივლის-სექტემბერში. ნაცარქათამა - Chenopodium album L.ერთწლიანი, ბალახოვანი, საგაზაფხულო სარეველაა; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მომწვანო-მონაცრისფრო, სიმაღლე 20-100 სმ; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, კვერცხისებურ-რომბისებური, დაკბილული; ყვავილედი - თავთავისმაგვარი, სიგრძე 10-40 სმ, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; თესლურა - მომრგვალო, წვრილი, შავი, დიამეტრით 1.5 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 100 000 თესლი, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 8 წელიწადს.   ხვართქლა - Convolvulus arvensis L.მრავალწლიანი ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი, შხამიანი სარეველაა ხვართქლასებრთა ოჯახიდან; ღერო -  ხვიარა შიშველი წვრილი, სიმაღლე ერთი მეტრი; ფოთლები - ვიწრო შუბისმაგვარი; ყვავილი - თეთრი ან ვარდისფერი; ნაყოფი - კოლოფი, მონაცრისფრო-მწვანე, მონაცრისფრო-ყავისფერი, ნაცრისფერი, მომრგვალო-ოვალური, ხაოიანი ზედაპირით, სიგრძე 6-7.5 მმ, სიგანე 6.5 მმ, თესლი უკუკვერცხისებრი, სამწახნაგოვანი, ზედაპირი გლუვი, მონაცრისფრო-ყავისფერი, მუქი ნაცრისფერი, თითქმის შავი, სიგრძე 2.5-3.5 მმ, სიგანე 2-2.5 მმ.ყვითელი ძურწა - Setaria glauca (L.) P.B.ერთწლიანი მარცვლოვანი საგაზაფხულო სარეველაა, გვალვაგამძლე; ფესვი - ფუნჯა, ღერო - სწორმდგომი, სიმაღლით 10 – 60 სმ; ფოთლები - ლანცეტისებური, მოყვითალო -  მომწვანო; ყვავილედი - თავთავი, სიგრძით 4-6 სმ; მარცვალი - კვერცხისებურ-ოვალური ფორმის, მოყვითალო-მომწვანო ან მუქი ყავისფერი, სიგრძე 2-2.75 მმ, სიგანე 1.5-1.75 მმ, სიცოცხლისუნარიანობა 30 წელია.შალაფა - Sorghum halepense (L.) Pers.მიეკუთვნება მარცვლოვანთა ოჯახს, ფესურიანი სარეველაა, აბეზარი; ღერო -სწორმდგომი 2 მ-მდე; ფოთოლი ლანცეტისებური; ყვავილედი თავთავი; ნაყოფი - მარცვალი, მოგრძო კვერცხისებური, ყავისფერი, სიგრძე 5-6 მმ, სიგანე 2 მმ,  ერთ თავთავში 500-800-მდე მარცვალია.  ყანის ბირკა - Caucalis daucoides L.ერთწლიანი სარეველა მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან; ფესვი - წვრილი, მარტივი; ღერო - სწორი, დატოტვილი, 10-40 სმ სიმაღლის, ეკლიანი; ფოთლები -  2-3 ფრთისებრ დანაკვთული; ყვავილები თეთრი ან მოწითალო, შეკრული ქოლგად, ყვავილობს ივნის -ივლისში. ნაყოფი (თესლი) კვერცხისებრი, ყავისფერი, ეკლისებური გამონაზარდებით, სიგრძე 10 მმ, სიგანე 5 მმ.წიწმატურა - Capsella bursa-pastoris (L.) Medic.ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მარტივი, დატოტვილი, სიმაღლე 20-60 სმ; ფოთოლი - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, მოგრძო-ლანცეტისებური; ყვავილი -წვრილი, თეთრი ფერის, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი - ჭოტაკი, სიგრძე 5-8 მმ, უკუღმა სამკუთხა-გულისებრი; თესლი - მოყავისფრო-მოყვითალო, ოვალური, სიგრძე 1-2.5 მმ, სიგანე  0.5-0.7 მმ, მწიფდება მაისიდან სექტემბრამდე, ერთი მცენარე იძლევა 70 000 თესლს.ჩვეულებრივი ჯიჯლაყა - Amaranthus retroflexus L.ერთწლიანი საგაზაფხულო სარეველაა;  ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მარტივი ან დატოტვილი, ღია მწვანედან მოწითალომდე, სიმაღლე 20-150 სმ; ფოთლები - კვერცხისებრ-რომბისებრი; ყვავილედი - ცილიდრული, მწვანე ფერის, ყვავილობს ივნის-სექტემბერში; თესლი - მომრგვალო, მუქი ყავისფერი, პრიალა, დიამეტრით 1 მმ; ერთი მცენარე იძლევა 5 000 თესლს.ბეგიაური - Galium aparine L.ერთწლიანი, შხამიანი, ბალახოვანი სარეველაა ენდროსებრთა ოჯახიდან,  ღეროს სიმაღლე 30-80 სმ; ფოთოლი ვიწრო ლანცეტისებური; ყვავილი -  წვრილი თეთრი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი კაკლუჭა, მომრგვალო, აქვს ამონაკვეთი, მონაცრისფრო-ყავისფერი, დაფარულია ჯაგრებით, სიგრძე 1.75-3 მმ, სიგანე 1.25-2.25 მმ;  თესლი ნაყოფის მაგვარი, ჯაგრების გარეშე.  მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტისმთავარი სპეციალისტინინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტისმთავარი სპეციალისტი 

იხილეთ სრულად

ვაზის სარეველები

საქართველო ვაზის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა, პირველი ცნობები ვაზის კულტივირების შესახებ  მე-4-5 ათასწლეულით თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე. არქეოლოგებმა ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე  ძვ. წ. მე-6 საუკუნის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს, მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით ვაზის კულტურულ სახეობას - "Vitis Vinifera”-ს მიაკუთვნეს. კულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია ნეოლითური ხანის სხვა ნამოსახლარებშიც (შულავერის გორა, გადაჭრილი გორა, ხრამის დიდი გორა, არუხლოს გორა, ხიზანაანთ გორა და სხვა). ღვინოს ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან ჰქონდა რიტუალური და მისტიკური დანიშნულება. ქართველების ხალხურ სარწმუნოებაში მევენახეობის მფარველ ღვთაებად „აგუნა“, ანუ „ანგურა“ იყო მიჩნეული. აგუნასთვის მსხვერპლშეწირვის რიტუალი თეატრალიზებული სახით გურიაში დღესაც არის შემორჩენილი.საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზი დღესაც არის გავრცელებული. გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან ტყის ვაზი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც სახელმწიფო დაცვის ობიექტი. ველური ვაზის პარალელურად, საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში, რომელთაგან 430–მდე დაცულია სახელმწიფო და კერძო საკოლექციო ვენახებში.ყურძენი გამოირჩევა  საუკეთესო თვისებებით და ითვლება გემრიელ საკვებად, შეიცავს შაქრებს 18-25 %-ს, ასევე ვიტამინებს: B1, B2, B6, B12, C და მიკროელემენტებს: Ca, K, Fe, P და სხვა; მისგან ამზადებენ: ღვინოს, კონიაკს, ბადაგს, ქიშმიშს, მურაბებს, კომპოტებს და სხვა. ვაზს დიდ ზიანს აყენებენ მავნე ორგანიზმები (მავნებლები, დაავადებები, სარეველები). სარეველები ვაზს ართმევენ ტენს, საკვებ ნივთიერებებს, ჩრდილავენ, ნაკლებია ჰაერაცია და ხელი ეწყობა მავნებელ-დაავადებათა განვითარებას. ვაზის სარეველებია: შალაფა ( Sorghum halepense (L.) Pers.),  მხოხავი ჭანგა (Agropyrum repens (L.) P.B),  მარიამსხალა (Aegopodium podagraria L.), ძაღლყურძენა (Solanum nigrum L.), ნიახურა (Ranunculus repens L.), ჭინჭრის დედა (Lamium album L.), ტყისურა ერთწლიანი (Mercurialis annua L.), შავთარა (Fumaria officinalis L.), დედოფლისთითა (Veronica officinalis L.), თეთრი ნამიკრეფია (Agrostis alba L.), მწყერფეხა (Digitaria ischaemum L.), ყანის ჭლექი (Fallopia convolvulus (L.) A.Love), გაზაფხულის თავყვითელა (Senecio vernalis W. et K.), თათაბო (Atriplex patula L.), ბეგიაური (Galium aparine L.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense L.), ჟუნჟრუკი (Stallaria media (L.) Cyr.),  ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.), ბაბუაწვერა (Taraxacum officinale Wigg.), ღიჭა (Sonchus arvensis L.), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medic.) და სხვა.ქვემოთ წარმოგიდგენთ ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათებას.• შალაფა - Sorghum halepense ( L.) Pers.                                                                     მიეკუთვნება მარცვლოვანთა ოჯახს, ფესურიანი, აბეზარი სარეველაა; ღერო - სწორმდგომი, 2 მ-მდე; ფოთოლი -  ლანცეტისებური; ყვავილედი -  თავთავი;  ნაყოფი - მარცვალი, მოგრძო კვერცხისებური, ყავისფერი, სიგრძე - 3.5 -4 მმ, სიგანე- 1.5-1.75მმ,  ერთ თავთავში 500 – 800 - მდე მარცვალია.• მხოხავი ჭანგა - Agropyrum repens (L.) P. B.                                                              მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, ძლიერ საშიში სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან. ფესურა გრძელი, ვრცელდება, როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად - 5 -15 სმ - მდე; ღეროს სიმაღლე 40-150 სმ; ფოთოლი - შიშველი, ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - რთული თავთავი; თესლი - მარცვალი,  ჩალისფერი, სიგრძე -  0.5 სმ. • მარიამსხალა - Aegopodium podagraria L.                                                                                   მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი სარეველაა ქოლგოსანთა ოჯახიდან; ფესურა - ჰორიზონტალური, გრძელი; ღერო - სწორი, 1 მ-მდე სიმაღლის; ფოთლები - ყუნწიანი, მორიგეობით განლაგებული, მოგრძო-კვერცხისებური, დაკბილული; ყვავილედი - ქოლგა, 20-30 სხივით, ყვავილი - პატარა, თეთრი, ყვავილობს მაის-ივლისში; ნაყოფი - მოგრძო, ყავისფერი, სიგრძე 3-4 მმ.• ძაღლყურძენა - Solanum nigrum L.                                                                    ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი - ფუნჯა; ღერო - სწორი, დატოტვილი, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები მარტივი, მორიგეობით განლაგებული, ოვალურ - კვერცხისებური, კიდედაკბილული; ყვავილები - თეთრი, ვარსკვლავისებური, შეკრული ნახევარქოლგად, ყვავილობს ივლისიდან - აგვისტომდე; ნაყოფი - შავი, წვნიანი კენკრა, მრგვალი, 1 სმ დიამეტრის, მწიფდება აგვისტო - ოქტომბერში; თესლი მომრგვალო, კვერცხისებური, გვერდებიდან შეჭყლეტილი, ფუძესთან შევიწროებული, ჭიპი გვერდული, სუსტად შესამჩნევი, ზედაპირი ბადისებური, მოყვითალო-ჩალისფერი, სიგრძე 1.75-2 მმ, სიგანე 1.25-1.5 მმ.• ნიახურა - Ranunculus repens L.                                                                                   მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ბაიასებრთა ოჯახიდან; ფესურა - დატოტვილი, ფესვი - ფუნჯა; ღერო - მხოხავი, სქელი, წვნიანი, შეუბუსავი ან ოდნავ შებუსული, 15-40 სმ სიმაღლის; ფესვთანური ფოთლები სამყურა, ყუნწიანი, რომბისებურ-კვერცხისებრი, დანაკვთული, ზედა ფოთლები მჯდომარე, ლანცეტისებური; ყვავილი - მოყვითალო-ოქროსფერი, დიამეტრით 2-3 სმ, ყვავილობს ივნისში; ნაყოფი - კაკლუჭა, უკუკვერცხისებრი, სიგრძე 3.5 მმ, სიგანე 2.5 მმ, თესლი ყავისფერი.• ჭინჭრის დედა - Lamium album L.                                                                       მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან; აქვს ჰორიზონტალური ფესურა; 60 სმ-მდე სიმაღლის სწორმდგომი, ოთხწახნაგოვანი ღერო; ფოთლები  - მოპირდაპირედ განლაგებული, კვერცხისებრი ან გულისებრი, დაკბილული, ყუნწიანი; ყვავილები - ორტუჩა, თეთრი ან მოყვითალო, შეკრებილია რგოლებად ზედა ფოთლების იღლიაში, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი იშლება 4 მუქ ნაცრისფერ კაკლუჭად, მწიფდება ივნის-სექტემბერში.• ტყისურა ერთწლიანი- Mercurialis annua L.                                                                               მრავალწლიანი, შხამიანი, ბალახოვანი მცენარეა რძიანასებრთა ოჯახიდან; ფესურა - მხოხავი; ღერო - მარტივი, ცილინდრული, შეფოთლილი მხოლოდ ზემოთ; ფოთლები - მოგრძო კვერცხისებრი ან ელიფსურ ლანცეტისებრი, წაწვეტებული, დაკბილული, მოპირდაპირედ განლაგებული; ყვავილი - პატარა, მოთეთრო, ყვავილობს აპრილ-მაისში; ნაყოფი - ორთესლიანი სფერული კოლოფი, რომელიც დაფარულია ბუსუსებით.• შავთარა  - Fumaria officinalis L.                                                                                 ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გავრცელებულია ყველგან, ღეროს სიმაღლე 20-30 სმ, სწორმდგომი, დატოტვილი; ფოთლები - ორმაგფრთისებრდანაკვთული, მორიგეობით განლაგებული; ყვავილი - მოვარდისფრო-იასამნისფერი, სიგრძე - 7 –9 მმ,  ყვავილობს - ივნისიდან ოქტომბრამდე; ნაყოფი -  კაკლუჭა ზემოთ შეჭყლეტილი, ნაოჭიანი, მონაცრისფრო - ყავისფერი, სიგრძე 2 – 2.5 მმ, სიგანე 2.5 მმ. თესლი ოვალური, მოწითალო - ყავისფერი, ერთ მცენარეზე ვითარდება 1500 თესლი.• დედოფლისთითა - Veronica officinalis L.                                                                       მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა შავწამალასებრთა ოჯახიდან; ფესურა - წვრილი, მხოხავი, დატოტვილი; ღერო - მხოხავი, შებუსული, დატოტვილი, სიგრძით 10-30 სმ; ფოთლები - მოპირდაპირედ განლაგებული, მოკლეყუნწიანი, ელიფსური ან ფართოკვერცხისებრი; ყვავილი - ლურჯი ფერიდან იასამნისფრამდე, საყვავილე ყუნწები სწორმდგომი, ყვავილობს გაზაფხულის მეორე ნახევარსა და ზაფხულის დასაწყისში; ნაყოფი - ორბუდიანი მრავალთესლიანი კოლოფი, უკუკვერცხისებრი, სიგრძე 4-5 მმ, თესლი ბრტყელი, სიგრძე 1 მმ, ნაყოფს იძლევა ივლის-ოქტომბერში.• თეთრი ნამიკრეფია - Agrostis alba L.                                                                        მრავალწლიანი, ფესურიანი, საშემოდგომო სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესვი - ფუნჯა, ძლიერი; ღერო - წვრილი, გლუვი, 60-100 სმ სიმაღლის; ფოთოლი - რბილი, ოდნავ შებუსული, ბრტყელი, სიგრძე 5-6 მმ; ყვავილედი - საგველა; თესლი - პატარა, ლანცეტისებური, პრიალა, თეთრი, სიგრძე 1-2 მმ,  სიგანე 0.3-0.4 მმ.   • მწყერფეხა - Digitaria ischaemum L.                                                                       ერთწლიანი, მარცვლოვანი, ბალახოვანი სარეველაა; ღერო - სწორმდგომი 10-50 სმ-მდე; ფოთლები - ლანცეტა, მწვანე ან მომწვანო - იასამნისფერი; ყვავილედი თავთავი, სიგრძე -  2.2-2.5 მმ, ყვავილობს ივლისში;  მარცვალი -  ელიფსური, მოყვითალო -  ყავისფერი, სიგრძე 1-2.8 მმ, მწიფდება აგვისტო - სექტემბერში.• გაზაფხულის თავყვითელა - Senecio vernalis W. et K.                                                                                   საგაზაფხულო, ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი -  მთავარღერძა; ღერო - მარტივი, ზედა ნაწილში დატოტვილი, შებუსული 10-60 სმ სიმაღლის; ფოთლები - ყუნწიანი, მოგრძო, ფრთისებრდანაკვთული; ყვავილედი -კალათა, ყვავილი ყვითელი ფერის, ყვავილობს მარტიდან ივნისამდე; თესლურა -ცილინდრული 2-3 მმ სიგრძის, ერთ მცენარეზე ვითარდება 40 000 თესლი. ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიმაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

იხილეთ სრულად

ჯილეხის კერების დეკონტამინაციის შეფასება საქართველოში

ჯილეხი(ციმბირის  წყლული, ანტრაქსი) მწვავე ინფექციური ზოონოზური დაავადებაა, რომელსაც იწვევს გრამდადებითი, ენდოსპორის წარმომქმნელი, უძრავი, ჩხირისებრი ბაქტერია-B.Anthracis. დაავადება ვრცელდება ტრანსმისიული,ალიმენტური და ასპირაციული გზებით. ჯილეხით ძირითადად ავვადდებიან გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები, B.Anthracis სპორების ნიადაგიდან ინჰალაციის,  კონტამინირებული ბალახის და წყლის მოხმარებით და/ან ქვედა კიდურებზე არსებული ჭრილობების კონტაქტით სპორებთან.რაც შეეხება ჯილეხით ადამიანის ავადობის შემთხვევებს, უმეტესწილად გამოწვეულია ინფიცირებულ ცხოველთან და  ცხოველურ პროდუქტთან პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტის გზით, თუმცა არსებობს B.anthracis ადამიანებში ინჰალაციური გზით გავრცელების შემთხვევები ბიოლოგიური თავდასხმის (B.anthracis როგორც ბიოლოგიური იარაღის გამოყენების) შედეგად. დაავადება მანიფესტირდება კანის, ფილტვისმიერი და გასტროინტესტინური ფორმით, ინფექციური აგენტის ორგანიზმში მოხვედრის გზის შესაბამისად.ჯილეხის ბაცილები ინფიცირებული ცხოველის შარდის, ფეკალიების და ჯილეხით დაცემული ცხოველის სისხლის და სხვა ბიოლოგიური სითხეების გამოთავისუფლების შედეგად ხვდებიან გარემოში. მკბენარა მწერები რომლებიც იკვებებიან დაავადებული ცხოველის ლეშით ასევე  შესაძლოა ასრულებდნენ მექანიკური ვექტორების როლს დაავადების გამომწვევი აგენტის გავრცელებაში. მოხვდებიან რა გარემოში ჯილეხის ბაცილები თავისუფალ ჟანგბადთან ექსპოზიციისას  წარმოქმნიან სპორებს, რომლებიც მიძინებულ(არავეგეტატიურ) მდგომარეობაში რეზისტენტულნი არიან გარემო პირობების მიმართ და ინარჩუნებენ ინფექციურობასა და სიცოცხლისუნარიანობას ნიადაგში, ცხოველის ბეწვის საფარში, წყალში და მცენარეებზე, ათწლეულების  განმავლობაში. ტუტე გარემო, კალციუმის მაღალი შემცველობა, ტენიანობა და ორგანული ნივთიერებების არსებობა განსაკუთრებით ხელსაყრელს ხდის ნიადაგს სპორების გადარჩენისათვის. ჯილეხის  შემთხვევები ფიქსირდება მსოფლიოს მასშტაბით, დედამიწის ყველა კონტინენტზე. დაავადების აფეთქებები ხშირად მოსდევს გარკვეულ კლიმატურ მოვლენებს მათ შორის წყალდიდობას, ძლიერი წვიმებს, ასევე ადამიანების მიერ B.anthracis სპორებით დაბინძურებული ნიადაგის დამუშავებას და სამშენებლო პროცესებს, ვინაიდან ხდება ნიადაგის სიღრმეში კონცენტრირებული სპორების რელოკაცია მიწის  ზედაპირზე.საქართველოში ჯილეხი მიიჩნევა ენდემურ დაავადებად. პირველად იგი აღწერილი იყო სულხან-საბა ორბელიანის 1697 წლით დათარიღებულ ხელნაწერ მონოგრაფში. ჯილეხის სპორადიული შემთხვევები ფიქსირდება საქართველოს ყველა რეგიონში; მათ შორის ყველაზე მაღალი ინციდენტობით კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. ჯილეხით დაავადების მუდმივი რისკის არსებობა განპირობებულია ინფექციური აგენტის ნიადაგური კერების არსებობით. საქართველოში დღეისათვის იდენტიფიცირებულია 2000-ზე მეტი ჯილეხით დაავადებული და დაცემული ცხოველის ნიადაგობრივი კერა. 1881 წლიდან სურსათის ეროვნული სააგენტო აგროვებს მონაცემებს და ახორციელებს ჯილეხის გავრცელების აქტიურ და პასიურ ზედამხედველობას. დაავადების კონტროლის და ერადიკაციის მიზნით ხდება, დაცემული ცხოველის ლეშის გაუვნებელყოფა, ინფექციის ტერიტორიის, სასაკლაოების და ლაბორატორიულად დადასტურებული ჯილეხით დაცემული ცხოველების სამარხების დეკონტამინაცია, საქართველოს “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის” კოდექსის, “ვეტერინარულ-სანიტარული უსაფრთხოების წესების” მიხედვით. კერძოდ ნიადაგი მუშავდება კომერციულად არსებული კალციუმის ჰიპოქლორიტით[Ca(OCL)2] ორ ეტაპად.  პირველ ეტაპზე გამოიყენება 5% ქლორის ხსნარი (10ლ. 1მ2-ზე) 20-25 სმ. სიღრმეზე გადაბრუნებული ნიადაგის დასამუშავებლად. მეორე ეტაპზე კი გადაბრუნებულ ნიადაგზე იყრება 25%-იანი ქლორის მადენზიფიცირებელი ფხვნილი (დაახ. 5კგ 1მ2 ფართობზე). როგორც წესი ნიადაგის pH-ის შემცირება 6.1-ს ქვევით  განაპირობებს სპორების სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვას, თუმცა ნიადაგი წარმოადგენს კომპლექსურ მატრიცას და  უცნობია ახდენს თუ არა გავლენას მისი შემადგენელი კომპონენტების ფარდობა დეკონტამინაციის ეფექტურობაზე.   ზემოთ ხსენებული რეგულაციები არ ითვალისწინებს დეკონტამინაციის პროცედურის წარმატებით განხორციელების და ეფექტურობის დადასტურების აუცილებლობას და აქამდე არ მომხდარა ამ მეთოდის  შედეგიანობის მეცნიერული შესწავლა. ამასთან კოოპერატიული ბიოლოგიური კვლევის (CBR) TAP7 პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის(Identification and Mapping of Anthrax foci in Georgia) მიხედვით B.anthracis სპორებზე საეჭვო  წარსულში დეკონტამინირებული 302 ნიადაგობრივი კერიდან 24(8%) აღმოჩნდა კვლავ დადებითი ჯილეხზე. აღნიშნული ეჭქვეშ აყენებს დეკონტამინაციის სქემის ეფექტურობას. ამერიკის შეერთებული შტატების(აშშ) თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (CBEP) ფარგლებში წამოწყებულ იქნა პროექტი, რომელიც პასუხობს მასობრივი განადგურების ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესაძლებლობის შემცირებას, B.anthracis სპორებზე საეჭვო ნიადაგების ეფექტური დეკონტამინაციის შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის დაგროვების გზით.  კვლევის მთავარი მიზანია, საქართველოში ჯილეხის ნიადაგობრივი კერების დეკონტამინაციის მეთოდის სქემის ეფექტურობის შეფასება და რაოდენობრივი ანალიზი,  ჯილეხის განმეორებითი დეზინფექციის და პოსტ-დეკონტამინირებულ ნიადაგში B.anthracis  ლაბორატორიული ანალიზის საშუალებით. პროექტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის (სმსლ), სურათის ეროვნული სააგენტოს (სეს) და გერმანიის ჰოჰენჰაიმის ვეტერინარული უნივერსიტეტის (University of Hohenheim für Nutztierwissenschaften) მეცნიერებს შორის თანამშრომლობით.  წლების განმავლობაში  სმს ლაბორატორიის  და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგები აშშ-ს მრავალი სააგენტოს, მათ შორის DTRA, CBEP, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის (CDC) და აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სპეციალისტებისგან განსაკუთრებით საშიში პათოგენებთან მუშაობის მეთოდებზე. პროექტის საწყის ეტაპზე მოხდა სმს ლაბორატორიის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის თანამშრომლების გადამზადება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდის (პჯრ) დიაგნოსტიკური სენსიტიურობის და სპეციფიურობის გაუმჯობესების მიზნით. ასევე გადამზადდნენ სმს ლაბორატორიის  რეგიონალურ ლაბორატორიების სპეციალისტები.  სეს-ის სპეციალისტების მიერ განხორციელდა  ნიმუშების შეგროვების სტრატეგიის შემუშავება, სამიზნე ლოკაციების დეკონტამინირება საქართველოში არსებული რეგულაციების მიხედვით, პოსტ- დეკონტამინირებული ნიადაგის ნიმუშების აღება და ტრანსპორტირება სმს ლაბორატორიაში, მიკრობიოლოგიური და ბიოსამედიცინო ლაბორატორიების ბიოუსაფრთხოების მანუალის მე-5 გამოცემაში (BMBL Manual 5th edition) გაწერილი ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით. სმს ლაბორატორია პასუხისმგებელია შეგროვებულ ნიადაგის ნიმუშებში, B.anthracis მიკრობიოლოგიურ და მოლეკულურ-ბიოლოგიურ კვლევაზე.  მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება არსებული დეკონტამინაციის სქემის ეფექტურობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში  მოდიფიკაცია/ოპტიმიზაცია, ისევე როგორც დეკონტამინაციის ალტერნატიული მეთოდების შესაძლო უპირატესობის განხილვა და ახალი პროტოკოლის შემუშავება.  პროექტის მიმდინარეობის პერიოდში სმს ლაბორატორიაში განხორციელდა რაოდენობრივი  პჯრ(qPCR) მეთოდის დანერგვა, რომელიც პირდაპირი გზით B.anthracis სპორების  ნიადაგში რაოდენობრივ  ანალიზის საშუალებას იძლევა. მეცნიერები მუშაობენ სადიაგნოსტიკო მეთოდის სენსიტიურობის და სპეციფიურობის გაუმჯობესებაზე, ქრომოსომული მარკერების გამოყენებით. პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს,  B.anthracis სპორების შემცველი ნიადაგის დეკონტამინაციის შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის შევსებას; საქართველოში  ჯილეხის ზედამხედველობის და ერადიკაციის ღონისძიებების ეფექტურობის გაზრდას და შესაბამისად  ავადობის შემცირებას ცხოველებსა და ადამიანებში.  კვლევის შედეგების მიხედვით გარკვეული რეკომენდაციები გაიცემა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ, რამაც ასევე შესაძლოა  გარკვეული როლი ითამაშოს საერთაშორისო სტანდარტების განვითარებაში.    ავტორები: მარინა ნიკოლაიშვილიცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის უფროსიანა გულბანისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილეირმა ბერაძეცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიმარინა ზაქარეიშვილიცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიელისო მამისაშვილიცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიანა კაპანაძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია  

იხილეთ სრულად

მცენარეთა პარაზიტული ნემატოდები - ფიტოჰელმინთები

ფიტოჰელმინთები, მიკროსკოპული სიდიდის ორგანიზმებია, რომელთა მიზეზით შეიძლება განადგურდეს სასოფლო სამეურნეო კულტურების ნათესები, მრავალწლიან მცენარეთა პლანტაციები, ტყის მასივები, შენახული მოსავალი და სხვა. მეცნიერებისათვის ცნობილია 3000-ზე მეტი ფიტოჰელმინთი. აქედან 1000 სახეობას შეუძლია გამოიწვიოს მცენარის სხვადასხვა ორგანოებში პათოლოგიური რეაქციები, 500-მდე სახეობა ფიტოჰელმინთოზის გამომწვევია, ხოლო მათ შორის 100-მა სახეობამ შესაძლოა სასოფლო სამეურნეო კულტურები დიდ ფართობზე მასობრივად გაანადგუროს, გამოიწვიოს სახელმწიფოებრივი დონის კარანტინის აუცილებლობა და შეაჩეროს ექსპორტ-იმპორტი ქვეყნებს შორის. ნემატოდებით გამოწვეული ზარალი ყოველწლიურად მსოფლიოში, მოსავლიანობის დანაკარგით 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. ნემატოდები ანუ მრგვალი ჭიები ფართოდ გავრცელებული მიკროსკოპული ცხოველებია. მათ შორის არიან როგორც თავისუფლად მცხოვრები, ისე პარაზიტული ფორმები. მათი სიგრძე 0,3მმ-დან 5მმ-მდე მერყეობს, თუმცა არის გამონაკლისებიც. მაგ, Dorylaimida-ს შორის ცნობილია 8.94მმ-ი (Xiphinema-ს გვარიდან) და 11 მმ-ზე მეტი სიგრძის მქონე ნემატოდები (Longidorus-ის გვარიდან). ცნობილია ასევე მცირე ზომის 0.3მმ-ზე ნაკლები სიგრძის ფორმებიც (Criconematidae-ს ოჯახიდან). ფიტოჰელმინთების სიგანე კი გაცილებით ნაკლებია, ჩვეულებრივ 15-20 მიკრონი და არა უმეტეს 200-400 მიკრონისა. სხეულის ფორმა ძაფისებრი ან თითისტარისებრია, მხოლოდ ზოგიერთ ფიტოჰელმინთს აქვს ლიმონისებრი, მსხლისებრი და სხვა ფორმა. ფიტოჰელმინთები ბინადრობენ როგორც ვეგეტაციაში მყოფი მცენარის ორგანოებში, ასევე თესლში, ბოლქვსა და ტუბერებში. ამიტომ მათი მავნე მოქმედება არ შემოიფარგლება მცენარის ვეგეტაციის პერიოდით, შენახვის დროს ნემატოდებისაგან დიდ ზიანს განიცდიან ტუბერები და ბოლქვები. გარდა პირდაპირი ზიანისა, რასაც ნემატოდები მცენარეებს აყენებ როგორც პარაზიტები, დიდია მათი მნიშვნელობა მცენარეთა სოკოვან და ბაქტერიული ინფექციების გადატანა-გავრცელებასა და დაავდებების განვითარებაში. ამასთანავე ნემატოდებს არა მარტო პასიურად გაადააქვთ სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები, არამედ იწვევენ მათი გამრავლების სტიმულირებას, აძლიერებენ მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებს, მცენარეთა მიმღებიანობას ჭკნობის (ფუზარიოზული, ვერტიცილიოზური და სხვა) მიმართ, დიდ როლს ასრულებენ ფესვის სიდამპლის განვითარებაში, ამცირებენ სასუქების, ხელოვნური რწყვის და სხვა ღონისძიებების ეფექტურობას. ასევე, მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ ნემატოდები ვირუსული ინფექციების გადამტანებია, რომელთაც გადააქვთ სხვადასხვა ფიტოპათოგენური ვირუსი ვაზზე, ხეხილზე, ბოსტნეულ კულტურებზე და სხვა. გარდა ამისა, ნემატოდოზიანი მცენარე კარგავს გვალვაგამძლეობისა და ყინვაგამძლეობის უნარს და გამძლეობას სხვა დაავადებებისადმი. სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მეურნეობებში ფიტოჰელმინთების უმეტესობა ეკუთვნის ტილენქიდების  რიგს - Tylenchida, ხოლო მცირედი დორილაიმიდების -Dorylaimida-ს, მაგალითად Meloidogyne spp, Heterodera spp, Aphelenchoides spp, Ditylenchus dipsaci არიან ნემატოდები, რომლებიც აზიანებენ მცენარეებს მთელ მსოფლიოში. Meloidogyne spp, ფესვის გალიანი  ნემატოდა, რომელიც ძირითადად ფესვთა სისტემას აზიანებს, შეუძლია მცენარის მცირე დაინვაზირების შემთხვევაში 20%-30%-ით  შეამციროს მოსავლიანობა, ხოლო ძლიერ დაინვაზირების შემთხვევაში კი 50%-70%-ით. Heterodera spp, ძირითადად ფესვებს ასუსტებს და აფუჭებს. Ditylenchus dipsaci  აზიანებს როგორც მცენარის მიწისქვეშა ნაწილებს  (ტუბერი, ბოლქვი), ასევე გვხვდება მცენარის მიწისზედა ნაწილებში (ღეროში, ფოთოლში, ყვავილში, თესლში). მცენარეში შეჭრისას სიმპტომები ვლინდება მცენარის მიწისზედა ნაწილების შეშუპებით, დეფორმაციით, ფერის შეცვლით და ზრდის შეჩერებით, ხოლო ბოლქვების და ტუბერების შემთხვევაში, ლპობით. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნემატოდაა Bursaphelenchus xylophilus ფიჭვის მერქნის ნემატოდა, რომელსაც შეუძლია ძალზე სწრაფად გაახმოს ხე, ის ძალზე საშიში პარაზიტია.ფიტოჰელმინთების გამოსავლენად აუცილებელია ნიადაგის და მცენარეული ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევა, ხოლო გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი  სპეციალური ღონისძიებების გატარება. რეკომენდაციები:• სარწყავი სისტემის ტიპის გათვალისწინება (არ არის სასურველი მიგდებით მორწყვა, რაც მავნებლის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს);• მექანიკური იარაღების დეზინფექცია, რათა თავიდან იყოს აცილებული ფიტოჰელმინთების შეტანა-გავრცელება სათეს-სარგავ სავარგულებზე;• სარგავი-სათესი მასალის გამძლე ჯიშებით ან ჰიბრიდებით ჩანაცვლება;• ხშირი თესლბრუნვები;• ნემატოდისადმი მიმღებიანი კულტურები თესლბრუნვიდან ამოღებული უნდა იქნეს არანაკლებ 4-5 წლით;• მცენარის გაძლიერება საკვები ნივთიერებებით;• ნიადაგის გასუფთავება ზედმეტი მცენარეული ნარჩენებისა თუ სარეველა მცენარეებისაგან;• დაინვაზირებული მცენარეების ამოძირკვა და განადგურება;• ნიადაგის ხშირი გაფხვიერება;• ფუმიგაცია, ნემატოციდების გამოყენება და სხვა.სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაცვის ღონისძიებების სწორად წარმათვისა და პროდუქციის დანაკარგების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია წინასწარ იქნას ნიადაგი და სარგავ-სათესი მასალა შემოწმებული ფიტოჰელმინთებზე, რაც აგარიდებთ თავიდან  გაუთვალისწინებელ, ზედმეტ ხარჯებს. ავტორები:ნინო ბადალაშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის,  ენტომოლოგიის ლაბორატორიის უფროსინინო ნაზარაშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის,  ენტომოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი

იხილეთ სრულად

ადამიანის საკვებად გამოსაყენებელი სარეველა მცენარეები

უძველესი დროიდან პირველყოფილი ადამიანი საკვებად იყენებდა ველურ მცენარეებს ( ფოთლებს, თესლებს, წვნიან ღეროებს, ტკბილ ფესვებს ). მომთაბარე ცხოვრების დროს ისინი იკვებებოდნენ იმ მცენარეებით, რომლებიც მათ გზაზე ხვდებოდა ( თათაბო, ჯიჯლაყა, მდოგვი, ჭინჭარი და სხვ. ),  დროთა განმავლობაში დაიწყეს მოძიება და შეგროვება მცენარეებისა, რომელთა გემური თვისებები მათთვის  მისაღები იყო. სარეველა მცენარეები შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს (E, C, P, PP, Fe, Ca, K, Mg, B1, B2, B6 და სხვ.), ისინი საკვებად ვარგისია მათი შეგროვებიდან 2-3 საათის განმავლობაში, ან უკიდურეს შემთხვევაში იმავე დღეს. გამოიყენება ბოსტნეულთან, თევზეულთან, ხორციან კერძებში, ამზადებენ სუპებს, ფხალეულს და სხვ.წარმოგიდგენთ იმ სარეველა მცენარეების ჩამონათვალს, რომელიც ადამიანის საკვებად დღესაც გამოიყენება და სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება. ნაცარქათამა - Chenopodium album L. ერთწლიანი, ბალახოვანი, საგაზაფხულო სარეველაა. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მომწვანო - მონაცრისფრო, სიმაღლე 20 - 100 სმ; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, კვერცხისებურ - რომბისებური, დაკბილული; ყვავილედი - თავთავისმაგვარი, სიგრძე 10 - 40 სმ, ყვავილობს ივლის - აგვისტოში; თესლურა - მომრგვალო, წვრილი, შავი, დიამეტრით 1.5 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 100 000 თესლი, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 8 წელიწადს.გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის დასამზადებლად. ჯიჯლაყა  - Amaranthus retroflexus L.ერთწლიანი საგაზაფხულო სარეველაა. ფესვი - მთავარღერძა; ღერო -  სწორი, მარტივი ან დატოტვილი, ღია მწვანედან მოწითალომდე, სიმაღლე 20 - 150 სმ; ფოთლები - კვერცხისებურ - რომბისებური; ყვავილედი - ცილინდრული, მწვანე ფერის, ყვავილობს ივნის - სექტემბერში; თესლი - მომრგვალო, მუქი ყავისფერი, პრიალა, დიამეტრით 1 მმ, ერთი მცენარე იძლევა 5 000 თესლს. გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის, სუპების დასამზადებლად, თევზეულთან და ხორციან კერძებთან. ქუთქუთა - Thlaspi arvense L. ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ღერო - მარტივი ან დატოტვილი, 10 - 50 სმ სიმაღლის; ფოთლები - ისრისებური, მჯდომარე, ყვავილი - წვრილი თეთრი ფერის, ყვავილობს აპრილიდან ივნისამდე; ნაყოფი - ჭოტაკი, მრგვალი ან მომრგვალო ოვალური, სიგრძე 12 - 18 მმ, სიგანე 11 – 16 მმ. თესლი ყავისფერი, დაღარული, სიგრძით 1.75 - 2.5 მმ, სიგანე 1.25 - 1.75 მმ, ერთი მცენარე იძლევა 10 000-მდე თესლს.გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის დასამზადებლად. ჟუნჟრუკი - Stallaria media ( L. ) Cyr. ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან;  ფესვი ფუნჯა; ღერო  - ცილინდრული, დატოტვილი 10 სმ-მდე; ფოთლები - კვერცხისებური, ბოლოში წაწვეტებული; ყვავილები - პატარა, თეთრი, ყვავილობს - მაის-აგვისტოში; ნაყოფი - მოგრძო კოლოფი; თესლი - მომრგვალო ან თირკმლისებური, მუქი ყავისფერი ან მონაცრისფრო - ყავისფერი, ზომით 0.75 - 1.25 მმ, ერთი მცენარე იძლევა 15 000 თესლს, აღმოცენების უნარს 2-5 წლის განმავლობაში.გამოიყენება კულინარიაში სალათების დასამზადებლად. წიწმატურა  - Capsella bursa-pastoris ( L. ) Medic. ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მარტივი, დატოტვილი, სიმაღლით 20-60 სმ; ფოთოლი - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, მოგრძო - ლანცეტისებური; ყვავილი წვრილი, თეთრი ფერის, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე, ნაყოფს იძლევა მაისიდან სექტემბრამდე; ნაყოფი - ჭოტაკი, სიგრძე 5-8 მმ, უკუღმა სამკუთხა - გულისებური; თესლი - მოყავისფრო - მოყვითალო, ოვალური, სიგრძე 1 - 2.5 მმ, სიგანე - 0.5 - 0.7 მმ, ერთი მცენარე იძლევა 70 000 თესლს.გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის დასამზადებლად. ყანის ია - Viola arvensis Murray                                                                     ერთწლიანი მცენარეა იისებრთა ოჯახიდან; ფესვი - წვრილი; ღერო - დატოტვილი, სწორმდგომი 5 – 30 სმ; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, მარტივი, მოგრძო ლანცეტისებური; ყვავილი ერთეული, მოყვითალო - თეთრი, დიამეტრი 6 – 10 მმ; ნაყოფი - კოლოფი კვერცხისებური, სიგრძე 6 - 10 მმ;  თესლები - უკუკვერცხისებური, ზემოთ ოდნავ შეჭყლეტილი, ფუძესთან შევიწროვებული, გლუვზედაპირიანი, მოყვითალო - ყავისფერი, სიგრძე 1.25 – 1.75 მმ, სიგანე 0.75 – 1 მმ.გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის დასამზადებლად. ჭინჭარი  - Urtica diodica L. მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა, 60-200 მმ სიმაღლის; ღერო - სწორმდგომი, შებუსული;  ფოთლები - გულისებრი, დაკბილული; ყვავილები -მოყვითალო - მწვანე, წვრილი, ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე; თესლი -  კვერცხისებური, წვეროსკენ ოდნავ შევიწროებული, ფუძესთან - ფართო, ჭიპი მომრგვალო, მკაფიოდ შესამჩნევი, გლუვი, მონაცრისფრო - ყავისფერი, სიგრძე  1.25 -1.75 მმ, სიგანე 0.75 - 1 მმ, მწიფდება ივლისში.გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის, სუპების დასამზადებლად. ბოლოკურა - Raphanus raphanistrum L. ერთწლიანი ბალახოვანი სარეველაა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორმდგომი, დატოტვილი, შებუსული, 10 - 70 სმ სიმაღლის; ფოთლები - ფრთისებრდანაკვთული; ყვავილი - ყვითელი, ყვავილობს ზაფხულიდან შემოდგომამდე;  ნაყოფი - ჭოტაკი, ცილინდრული,  3 - 8 სმ სიგრძის,  თესლი - მრგვალი ან ოვალური, მოწითალო - ყავისფერი, ბადისებური ზედაპირით, სიგრძე - 3 მმ, სიგანე - 2.25 მმ. გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის დასამზადებლად. დანდური  - Portulaca oleracea L.ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა, სუკულენტი; ღერო - გართხმული, მოწითალო ფერის, 10 - 40 სმ; ფოთლები - მჯდომარე, მოპირდაპირედ განლაგებული, მოგრძო -უკუკვერცხისებური, ხორცოვანი; ყვავილი - პატარა, ყვითელი, ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე; ნაყოფი - კვერცხისებური ან სფეროსებური კოლოფი, მწიფდება სექტემბერში, თესლი - მუქი ყავისფერი - მოშავო.გამოიყენება კულინარიაში ფხალეულში, სალათებსა და სუპებში. მჟაუნა - Rumex acetosa L. მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა წიწიბურასებრთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, მოკლე, დატოტვილი; ღერო - სწორი,  1 მ-მდე; ფოთლები - წვნიანი, ლანცეტისებური; ყვავილი - წვრილი, ვარდისფერი ან წითელი, ყვავილობს მაის -ივნისში; ნაყოფი - მუქი ყავისფერი კოლოფი, თესლები სამწახნაგოვანი, მოშავო -ყავისფერი, 1.7 მმ.გამოიყენება კულინარიაში სუპის და  ფხალეულის დასამზადებლად. ჩვეულებრივი ღოლო - Rumex crispus L. ბალახოვანი, ფესურიანი, მრავალწლიანი მცენარეა წიწიბურასებრთა ოჯახიდან; ფესვი  - მთავარღერძა, გრძელი, ყავისფერი; ღერო - სწორმდგომი, 50 - 120 სმ სიმაღლის, შეუბუსავი, მოწითალო ფერის; ფოთლები - მოპირდაპირედ განლაგებული, ლანცეტისებური, 15 - 20 სმ სიგრძის, ქვედა ფოთლები - გულისებრი; ყვავილები - პატარა, მოწითალო ან მომწვანო, ყვავილობს ივნის - ივლისში; ნაყოფი - სამწახნაგიანი კაკლუჭა, მოწითალო - ყავისფერი, ბზინავი, სიგრძე - 2 - 3 მმ, სიგანე - 1.5  - 2 მმ.გამოიყენება კულინარიაში ფხალეულის დასამზადებლად. ოროვანდი - Arctium lappa L. ორწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, ხორცოვანი, 60 სმ-მდე; ღერო - სწორმდგომი, 60 - 180 სმ სიმაღლის; ფოთლები - დიდი, გულისებური, მორიგეობითი, მარტივი, ყუნწიანი; ყვავილედი - კალათა, ყვავილები მილისებური, იასამნისფერი, ყვავილობს ივლის - აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო - სექტემბერში; თესლურა - მოგრძო, დაღარული, შიშველი, მოკლე ქოჩრით, ჭიპი მრგვალი, ყავისფერი, სიგრძე 4 - 6 მმ, სიგანე 2 - 2.5 მმ.კულინარიაში გამოიყენება ფესვები და ღერო, ხშირად კარტოფილთან ერთად ამზადებენ. წითელი სამყურა - Trifolium pretense L. მრავალწლიანი ბალახოვანი სარეველაა პარკოსანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, დატოტვილი;  ღერო - სწორი, 20 - 60 სმ სიმაღლის; ფოთოლი - რთული, ელიფსური; ყვავილი - წითელი, ვარდისფერი, 1.3 - 1.6 მმ სიგრძის, ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე; ნაყოფი - პარკი, კვერცხისებური, თესლი გულისებურ - ოვალური, ყავისფერი, ნაყოფმსხმოიარობა ივლისი - აგვისტო.ფოთლები გამოიყენება სალათებში, სენდვიჩებში,  საკონდიტრო მრეწველობაში. ღანძილი - Allium ursinum L. მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოავნი მცენარეა; ბოლქვი მოგრძო, სისქით 1 სმ; ღერო - სამწახნაგიანი, 15 - 50 სმ სიმაღლის; ფოთლები - ლანცეტისებური ან მოგრძო, სიგანე 3 - 5 მმ; ყვავილედი - ქოლგა, სფეროსებური, თეთრი, ყვავილობს მაის - ივნისში; ნაყოფი - კოლოფი, თესლი - შავი ფერის, სფერული.გამოიყენება სალათების, სუპების და მწნილების  დასამზადებლად. ავტორები:მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტინინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სხელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი 

იხილეთ სრულად

ვაზის ნაცარი (Uncinula necator)

ვაზის ნაცარი ვაზის საშიში და მეტად გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა. იგი გავრცელებულია თბილი და მშრალი კლიმატის რეგიონებში, განსაკუთრებით როდესაც ჰაერის ტემპერატურა 20-250C, (დაავადება 100C გრადუსზე დაბალ ტემპერატურის დროს არ ვითარდება), ხოლო ჰაერის ტენიანობა 60-80%-ია. ნაცარი ანუ იოდიუმი აავადებს ვაზის ყველა ორგანოს, გარდა შტამბისა: ყვავილედს, მტევანს, ფოთლებს, ნაზარდს.ფოთოლიზე ორივე მხარეს წარმოიქმნება მონაცრისფრო ფიფქით დაფარული ქლოროტიული პატარა ლაქები, რომლებიც იზრდება, ერთდება და ზოგჯერ ფარავს მთელ ფოთოლს. ფოთოლის ძლიერი დაავადებისას იგი თანდათან ყვითლდება, ხმება და შეიძლება მისი გაცვივნაც გამოიწვიოს. უფრო მეტად ავადდება ახალგაზრდა ფოთოლი. იგი აჩერებს ზრდას, ნაოჭდება, ყვითლდება,  ხმება და ცვივა. ყლორტი ავადდება ხელსაყრელი პირობების დადგომისას.  ზაფხულში პირველად მუხლებთან  და შემდეგ კი მუხლთაშიორისებთანაც ვითარდება მუქი ნაცრისფერი სხვადასხვა ზომის გაფანტული ლაქები. ყლორტზე ნაცრის  ვეგეტაციის დასაწყისში განვითარებისას ვაზი ზრდას აჩერებს, სუსტდება და ხმება.თანაყვავილედი მუქდება იღებს მოშავო ფერს და ცვივა.ნაყოფის დაავადება ყველაზე სახიფათო და ზარალის მომტანია. მარცვალი ავადდება ყველა ფაზაში, გამონასკვიდან შეთვალებამდე. დავადებისას ხდება მარცვლის კანის გახევება, კანის უჯრედები აღარ იზრდებიან, უჯრედების ზრდის შედეგად ხდება წვენის კანზე მიწოლა, რის შედეგადაც მარცვლები სკდება. მარცვლების გასკდომა ხშირად იმდენად დიდია, რომ მის გულში არსებული წიპწაც ჩანს ხოლმე. ამ დროს მარცვალში ხდება წვენის ამოშრობა, იგი ჭკნება და ცვივა. შესაძლებელია დამსკდარი მარცვლები შერჩეს ვაზს და დამწიფდეს. ნესტიან ამინდში დამსკდარ  მარცვალში ხვდება სიდამპლის გამომწვევი ორგანიზმები და სიდამპლე საღ მარცვალზე გადადის.ვაზის ნაცარი დიდი მავნეობის მომტანი დაავადებაა. ყვავილედისა და მტევანის დაავადებისას მნიშვნელოვნად მცირდება მოსავლიანობა. კლებულობს ყურძნის რაოდენობა,  დაავადებული მარცვლები ნორმაზე ნაკლებ შაქარს შეიცავენ, რაც აუარესებს ღვინის ხარისხს. ავადმყოფობის ძლიერი განვითარების დროს ტოტები არ იზრდება, სუსტდება და ბოლოს ხმება. ვაზის სუსტად დაავადების შემთხვევაში  ვაზის რქა არ კვდება, მაგრამ მთლიანად დასრულებას ვერ ასწრებს, ძნელად იტანენ ყინვებს, ინფექციურ დავადებებს. ინფექციის გავრცელება ხდება გამომწვევი ორგანიზმის Uncinulanecatorნაყოფსხეულების - კლეისტოკარპიუმებისა  და დაზამთრებული მიცელიუმის საშუალებით, რომლებიც გვხვდება კვირტებში, ტოტებზე, დარჩენილ დაავადებულ მარცვლებზე. ავტორი:ნინო ბოკერიასოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი

იხილეთ სრულად

კარტოფილის ფიტოფტორა (Phytophtora infestans)

კარტოფილის ფიტოფტორა ფართოდ გავრცელებული და დიდი ეკონომიური ზიანის მომტანი დაავადებაა. ფიტოფტორა განსაკუთრებით ძლიერ აზიანებს ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს: კარტოფილი, პამიდორი, პეტუნია. იშვიათად ავადდება ბადრიჯანი და წიწაკა. ასნებოვნებს აგრეთვე აბუსალათინს, წიწიბურას, მარწყვს. დაავადების ძლიერ გავრცელებისას მოსავლის დანაკარგებმა შეიძლება 70%–ს მიაღწიოს. დაავადების ძირითადი საშიშოებაა მისი სწრაფად გავრცელება.ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზია სოკო Phytophthora infenstans, მიცელიარული ორგანიზმი, სოკო წყალმცენარე, Oomycetes განყოფილებიდან, Phytophthoraceae-ის ოჯახიდან, რომელიც გვარ Phytophthora–ში შედის. ამ გვარის წარმომადგენლები უმაღლესი მცენარეების პარაზიტებია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ისინი წარმოადგენენ პირველად პარაზიტებს.გამომწვევის ჰაუსტორებიანი ვეგეტატიური სხეული არ არის დატიხრული, ვრცელდება დაავადებული ქსოვილის უჯრედის შიგნით. ზოოსპორანგიუმების ბოლოში ფორმირდება ლიმონის ფორმის ზოოსპორები, რომლებიც სკდებიან და ვრცელდებიან წყლის ნაკადის საშუალებით. ფოთლის ფირფიტის ზედაპირზე წყლის წვეთთან ერთად მოხვედრისას, 6–8 ზოოსპორებიანი სპორანგია ღივდება, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ მრგვალდება, იფარება გარსით და ივითარებს ზრდის მილს, ბაგეების საშუალებით იჭრება ფოთოლში. თუმცა განსაკუთრებულ პირობებში ზოოსპორანგიას შეუძლია ზრდის მილის განვითარება ფოთოლში პირდაპირი შეჭრის გზით და არა ბაგეებიდან. დასნებოვნების დაწყებიდან ახალი სპორათგროვების წარმოქმნამდე პერიოდი ტემპერატურაზე დამოკიდებულებით შეადგენს 3–16 დღეს. გამომწვევის განვითარება ხდება ტემპერატურის ფართო–1,5–300C დიაპაზონში. ნიადაგის ზედაპირზე მოხვედრისას ზოოსპორანგია წყალთან ერთად ხვდება ნიადაგში, მისგან განთავისუფლებული ზოოსპორები კი აავადებენ ტუბერებს. ხშირად ტუბერები ავადდებიან მოსავლის აღების დროს, როცა ისინი ეხებიან დაავადებულ ღერო–ფოჩებიან ნიადაგის ფენას.  გამომწვევი ტუბერში იჭრება თვლების, მეჭეჭების და მექანიკური დაზიანების ადგილებიდან.ფიტოფტოროზით ავადდება კარტოფილის ყველა ორგანო: ფოთლები, ღერო, ტუბერები. ფოთლებზე კიდეებიდან სიღრმისკენ მკრთალ–მოყვითალო და შემდეგ მუქი ყავისფერი ლაქები  ჯერ ქვედა ფოთლებზე ვითარდება. ნესტიან ამინდში ფოთლის ქვედა მხარეს ვითარდება თეთრი ფიფქი. ლაქები დასაწყისში გაფანტულია. ხელსაყრელ პირობებში  ლაქები სწრაფად მრავლდება.დაავადებული ფოთლებიძლიერი ეპიფიტოტიის პერიოდში ლაქებით მთელი მცენარეა დაფარული და გაშავებული. ხშირი წვიმებისა და თბილი ამინდების დროს კარტოფილის ღერო, ფოთლები მთლიანად ხმება და მარტო გამხმარი, გაშავებული ტანი რჩება, განსაკუთრებით როდესაც ლაქა შემორკალულია ღეროზე. მცენარის მწვანე ნაწილის მთლიანად გახმობისას ტუბერის განვითარება წყდება, ახალი არ ვითარდება და მოსავალი მთლიანად იღუპება.დაავადებული ღერო-ფოჩიდაავადებულ ტუბერებზე ჩნდება ნაცრისფერი ან მუქი ფერის უბნები, რომლებსაც კანის ქვეშ აქვს მოწითალო–ყავისფერი შეფერილობა. შეჭრილი მიცელიუმი სოლებივით იჭრება ტუბერის რბილობში, შიგთავსი მუქ ფერს იღებს და აქვს უსიამოვნო სუნი.  საბოლოოდ იგი მთლიანად ლპება.შესაძლებელია გარეგნულად საღმა ტუბერებმა ლპობა დაიწყოს სათავსოებში. ინფექციის გამომწვევი იზამთრებს დაავადებულ ტუბერებზე, განსაკუთრებით რომლებიც რჩებიან ნიადაგში მოსავლის აღების შემდეგ, მცენარეულ ნარჩენებში, ნიადაგში.კარტოფილის ფიტოფტორას განვითარებისთვის ოპტიმალური პირობებია ტემპერატურა 16–200C და ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 75-80%.დაავადება ვრცელდება დასენიანებული სარგავი მასალით. სოკო ვრცელდება თავდაპირველად ფესვებზე, შემდეგ ღეროსა და ფოთლებზე, ახალგაზრდა ტუბერები ავადდება მომენტალურად. იგივენაირად ხდება დაავადების გავრცელება ნიადაგიდან. ფიტოფტორა ვრცელდება ჰაერის საშუალებით და ასნებოვნებს ღერო–ფოჩს. შემდეგ სპორები ჩამოირეცხება წვიმის საშუალებით, ხვდება ნიადაგში და ასნებოვნებს მცენარის ქვედა ნაწილს. დაავადების დროული  აღმოჩენის და ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებისას ტუბერები საღი რჩება. თუკი კარტოფილის ტუბერები მოსავლის აღების შემდეგ დარჩა მინდორში (ან და მიმოფანტულ იქნა ნაკვეთის განაპირა ზოლებში) სოკოს შუძლია გამოიზამთროს დასნებოვნებულ  ტუბერებში მიცელიუმის სახით  და გაზაფხულზე ტუბერებსა და ახალგაზრდა ყლორტებზე  წარმოქმნას სპორანგიუმები. ცივ და ტენიან პირობებში სპორანგიუმები წარმოქმნიან ზოოსპორებს, რომელთაც შეუძლია დაასნებოვნონ მასპინძელი-მცენარეები ეპიდერმისიდან. მცენარის ბაგეებიდან გამომავალი სპორანგიუმები იფანტება ქარისა და წყლის საშუალებით, ასევე შეიძლება ჩაირეცხოს ნიადაგში, რომლებიც დაასნებოვნებენ ნიადაგში მექანიკურად დაზიანებულ ტუბერებს. სპორათწარმოქმნის ყველაზე კარგი პირობაა 18-220C ტემპერატურა და 90% ფარდობითი ტენიანობა. დასნებოვნება შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ დროის მოკლე პერიოდში მცენარეთა  100% გაანადგუროს. პათოგენის განვითარება და შემდგომი დასნებოვნება  შეიძლება  გაგრძელდეს შენახვის პირობებშიც და გამოიწვიოს მოსავლის დიდი დანაკარგები. ავტორი: ნინო ბოკერიასოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი

იხილეთ სრულად

სიმინდის კულტურის სარეველები

სიმინდი ( Zea mays L. ) ერთ - ერთი მნიშვნელოვანი მარცვლოვანი კულტურაა.  ადამიანმა მისი მოვლა-მოყვანა დაიწყო 7000 წლის წინ ჩვენს ერამდე, იგი წარმოადგენდა ძირითად საკვებს მაიას, აცტეკებისა და ინკების ტომებისთვის. აცტეკების ლეგენდის თანახმად, მათ მზის ღმერთმა გამოუგზავნა „ოქროს სეტყვა“- სიმინდი ხალხის დასაპურებლად. მე-16 საუკუნეში კოლუმბმა სიმინდი მექსიკიდან ევროპაში შეიტანა, თავიდან მას უწოდებდნენ „ინდიელების ხორბალს“. ამ დროიდან მისი მოვლა-მოყვანა ფრანგებმა და იტალიელებმა დაიწყეს. ესპანელებმა და პორტუგალიელებმა სიმინდი აფრიკაში შეიტანეს. საქართველოში სიმინდი მე - 16 საუკუნეში შემოიტანეს, იგი მოჰყავთ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. სიმინდი ერთწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, მისი მარცვალი შეიცავს წყალს, ცილოვან ნივთიერებებს, სახამებელს, ცხიმს, ნაცარს, ეთერზეთებს, ვიტამინებს. სიმინდის მარცვლისგან ამზადებენ ფქვილს, ღერღილს, სიმინდის ფანტელს, კონსერვებს, ბადაგს, შაქარს, ლუდს, სპირტს, ზეთს და სხვა. ღეროსა და ტაროსგან მზადდება ცელულოზა, ხელოვნური აბრეშუმი, ქაღალდი, წებო, საცობი და სხვა.სიმინდი საუკეთესო წინამორბედია სხვადასხვა სასოფლო - სამეურნეო კულტურისთვის, იგი ერთადერთი მცენარეა, რომლის მოყვანა შეიძლება მონოკულტურად.სიმინდის ნათესებში აღინიშნება მავნე ორგანიზმები (მავნებლები, დაავადებები, სარეველები), რომლებიც საგრძნობლად ამცირებენ მოსავლიანობას.სიმინდის ზრდა -  განვითარებას ხშირად ხელს უშლიან სარეველები, რომლებიც  ხელს უწყობენ დაავადებების განვითარებას, მავნებლების გავრცელებას,  ნათესების ჩაწოლას, ართმევენ წყალს და საკვებ ნივთიერებებს, ამცირებენ ნიადაგის ტემპერატურას, რის გამოც მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობა მცირდება. შხამიანი სარეველები შეიცავენ ალკალოიდებს, საპონინებს, გლიკოზიდებს, ორგანულ მჟავებს.სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა გაძნელებულია, რადგან ისინი ადვილად ეგუებიან გარემო პირობებს, ახასიათებთ ყინვაგამძლეობა, გვალვაგამძლეობა, უხვი თესლმსხმოიარობა, თესლის ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა, ადვილად გავრცელება.    სიმინდის კულტურის სარეველებია: შალაფა - Sorghum halepense (L ) Pers, ღორის ქადა - Lactuca serriola L., მლაშე ხვართქლა - Cynanchum acutum L., ვირისტერფა - Tussilago farfara L., მინდვრის ნარი - Cirsium arvense L,   მხოხავი ჭანგა - Elitrigia repens (Agropiron repens) ( L. ) P. B.,  ღიჭა - Sonchus arvensis, მწყერფეხა - Digitaria ischaemum L., შალგი - Brassica campestris L,  ჩვეულებრივი საგველა - Apera spica-venti L., მინდვრის მდოგვი - Sinapis arvensis L, ხვართქლა - Convolvulus arvensis L., გვირილა  - Matricaria chamomilla  L. და სხვა.                            შალაფა - Sorghum halepense ( L. ) Pers.მიეკუთვნება მარცვლოვანთა ოჯახს, ფესურიანი, ძნელად ამოსაძირკვი, აბეზარი  სარეველაა, ფესურა ვცელდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ( 35 – 80 სმ სიღრმეზე); ღერო სწორმდგომი, შეუბუსავი, მრგვალი, 2 მ-მდე; ფოთოლი ლანცეტისებური; ყვავილედი თავთავი; ერთ მცენარეზე ვითარდება 8000 თესლი, რომლის სიცოცხლიუნარიანობა 5 წელია. შალაფა ახშობს სიმინდს. ღორის ქადა - Lactuca serriola L.ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, შხამიანი სარეველაა. ფესურა ვრცელდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად; ღერო სწორმდგომი, ეკლიანი, უხეში, სიმაღლე 60 – 150 სმ, შეიცავს რძისებურ სითხეს, რომლის შემადგენლობაში ალკალოიდებია; ფოთოლი მჯდომარე მონაცრისფრო - მწვანე, დაკბილული; ყვავილედი კალათა, ყვავილი წვრილი ყვითელი, ყვავილობს ივნისს - სექტემბერში.                                                                            მლაშე ხვართქლა - Cynanchum acutum L.მრავალწლიანი ბალახოვანი, შხამიანი, ფესურიანი, ძნელად ამოსაძირკვი სარეველაა; ღერო ხვიარა 1-3 მ-მდე; ფოთლები გულისებრი; ყვავილები ვარდისფერი ან თეთრი; აღმოცენდება აპრილ-მაისში; ყვავილობს ივლის-აგვისტოში; თესლს იძლევა აგვისტო-სექტემბერში, ერთ მცენარეზე ვითარდება 1500 თესლი.მინდვრის ნარი - Cirsium arvense L.მრავალწლიანი, ორლებნიანი, ფესვნაყარი, ძნელად ამოსაძიკვი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს, დატოტვილი, ნიადაგში ვრცელდება 2 მეტრზე; ფოთლები ეკლიანი, დაკბილული, ყვავილი მოვარდისფრო - იასამნისფერი; მცენარე იზრდება დაახლოებით 1,5 მეტრამდე.მხოხავი ჭანგა - Elitrigia repens (Agropirum repens) ( L. ) P. B.მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, ძლიერ საშიში, აბეზარი, ძნელად ამოსაძირკვი  სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან. ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „მინდვრის ცეცხლი“.  ფესურა გრძელი, ვრცელდება ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად - 5 -15 სმ - მდე; ღეროს სიმაღლე 40-150 სმ; ფოთოლი - შიშველი, ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - რთული თავთავი. ერთ მცენარეზე ვითარდება 10 000 თესლი, სიცოცხლისუნარიანობა - 12 წელია. ღიჭა - Sonchus arvensisმრავალწლიანი ფესვნაყარი, აბეზარი, ძნელად ამოსაძირკვი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 30-150 სმ; ფესურა ნიადაგში ვრცელდება 4 მ -ზე, ჰორიზონტალურად -  1 მ -ზე; ღერო  - ეკლიანი, შეიცავს რძისებურ სითხეს, ფოთლები - დაკბილული, ლანცეტისებური, მორიგეობითი; ივითარებს ყვითელ, ბაბუაწვერას მსგავს  ყვავილებს, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე; ერთ მცენარეზე ვითარდება 6000 – 20 000 თესლი, სიცოცხლისუნარიანობა 5 წელია. შალგი - Brassica campestris L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესვნაყარი სარეველაა ჯვაროსანთა ოჯახიდან.  ღერო -  სწორი, დატოტვილი, შიშველი ან ოდნავ შებუსული, სიმაღლე 30-80 სმ; ფოთლები - მოგრძო გულისებრი, დაკბილული; ყვავილები მოყვითალო-ოქროსფერი, ერთად შეკრებილი, ყვავილობს მაისიდან ივნისამდე, სწრაფად მწიფდება და მოსავლის აღებამდე ასარევლიანებს კულტურული მცენარეების ნათესებს. ერთ მცენარეზე ვითარდება 10 000 თესლი. ჩვეულებრივი საგველა - Apera spica-venti L.საშემოდგომო ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველაა. ფესვი - ფუნჯა; ღეროს სიმაღლე 30-125 სმ; ფოთოლი  - ბრტყელი, ხაზურა. ყვავილედი - საგველა. აღმოცენდება შემოდგომაზე, ყვავილობს ივნის-ივლისში. ერთ ცენარეზე ვითარდება 16000 თესლი, სიცოცხლისუნარიანობა 6-7 წელია. უპირატესობას ანიჭებს მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებს. ხვართქლა - Convolvulus arvensis L.მრავალწლიანი ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი, შხამიანი სარეველაა ხვართქლასებრთა ოჯახიდან. ღერო ხვიარა, შიშველი, წვრილი, სიგრძე ერთი მეტრი; ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს; ფესვი ვითარდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად; ფოთლები ვიწრო შუბისმაგვარი; ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი. ერთი მცენარე ივითარებს 9000 თესლს, სიცოცხლისუნარიანობა ინარჩუნებს 50 წელს. მინდვრის ხვართქლა იწვევს მარცვლოვანი კულტურების ნათესების ჩაწოლას.სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება აგროტექნიკური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები.ავტორები:ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიმაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისენტომოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი                                                                                                                                                                                                                     

იხილეთ სრულად

ლეიშმანიოზი

ლეიშმანიოზი ძაღლებშილეიშმანიოზი წარმოადგენს ვარიაბელურ სინდრომს, რომელიც გამოწვეულია პროტოზოული პარაზიტების  Leishmania (Kinetoplastida: Trypanosomatidae) მიერ, რომლებიც გადაეცემიან ძუძუმწოვარ მასპინძლებს მწერების ნაკბენის შედეგად. დაავადების ეტიოლოგიურ აგენტს წარმოადგენს პარაზიტი Leishmania infantum . შინაური ძაღლები დაავადების მთავარ რეზერვუარს წარმოადგენენ.  Leishmania -ს სახეობები მიეკუთვნებიან ფლაგელარულ პროტოზოებს (შეუძლიათ მოძრაობა) Trypanosomatidae ოჯახიდან, არსებობს ლეიშმანიას ვარიაციული სახეობები, თუმცა ძაღლის დასნებოვნებაზე პასუხისმგებელია  Leishmania infantum. მწერები(ძირითადად მოსკიტები), რომლის ნაკბენითაც ხდება პარაზიტის გადაცემა ცხოველზე აქტიურები არიან ღამით ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, შესაბამისად, წელიწადის ამ პერიოდში ცხოველი უნდა დავიცვათ მწერებისგან და მათი ნაკბენისაგან. დაავადების გადაცემაიმისათვის რომ პარაზიტმა შეასრულოს სრული საციცოცხლო ციკლი, სჭირდება 2 მასპინძელი: მწერი და ძუძუმწოვარი მასპინძელი (მაგ. ძაღლი).მხოლოდ მდედრი კოღოები არიან სისხლისმწოველები. Leishmania-ს სახეობებში არსებობს 2 ფორმა:ამასტიგოტები და პრომასტიგოტები. პრომასტიგოტები არიან ფლაგელარული ფორმები (მოძრაობა შეუძლიათ).როდესაც ძაღლის მაკროფაგები მოახდენენ პარაზიტის ფაგოციტირებას, ისინი შეიძლება დარჩნენ ცოცხლები მათ შიგნით, ამასტიგოტების შიგნით მოახდინონ ტრანსოფრმაცია და გადაიქცნენ არაფლაგელარულ ფორმებად. მწერის ინტერსტინალური მაკროფაგები დიდდებიან და პრომასტიგოტები გამოთავისუფლდებიან. ძაღლების დაინფიცირება ხდება, როდესაც პარაზიტის მატარებელი მწერი უკბენს ცხოველს და ცხოველის ორგანიზმშიც მეორდება იგივე ციკლი, რაც მწერის ორგანიზმში.T ლიმფოციტები და ციტოკინები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს პარაზიტების განადგურებაში და აყალიბებენ დამცველობით იმუნურ სტატუსს. ძაღლი ამ პარაზიტის პრინციპულ მასპინძელს წარმოადგენს, მაშინ როდესაც სხვა ცხოველებმა შესაძლოა უბრალოდ რეზერვუარების როლი შეასრულონ. ლეიშმანიოზის კლინიკური განსაზღვრებაძაღლის ლეიშმანიოზი წარმოადგენს ქრონიკულ სისტემურ დაავადებას და კლინიკური ნიშნები შეიძლება იყოს არასპეციფიკური. ფართო ვარიაციები არსებობს კლინიკური ნიშნებისა, რომელიც დამოკიდებულია იმუნურ პასუხზე, თუმცა პათოგენური მექანიზმი ყოველთვის ერთი და იგივე რჩება.  ძაღლების ლეიშმანიოზი წარმოადგენს ქრონიკულ ვისცერალურ-კანის დაავადებას, რომელიც გამოწვეულია L. infantum ის მიერ, რომლის რეზერვუარულ წყაროს წარმოადგენს ძაღლი. ისეთი ძაღლები, რომლებიც რეზისტენტულები არიან დაავადების მიმართ და დაავადება მიმდინარეობს ასიმპტომურად, შეიძლება იყვენენ პოპულაციის 50% ზე ნაკლები. ტიპიური ნიშნები, რაც შეიძლება მივიჩნიოთ საეჭვოდ, არის-ლიმფური კვანძების გადიდება, წონის კარგვა, ექსფოლიატური დერმატიტი, ალოპეცია, წყლულებისა და თვალის ლორწოვანის ცვლილება.დაზიანებები წარმოადგენს ანთების შედეგს, რომელსაც ორგანიზმი ავლენს პარაზიტის წინააღმდეგ. ანთებითი რეაქციები შეიძლება ჩამოყალიბდეს კანზე, ვისცერალურ ორგანოებში, როგორებიცაა: ღვიძლი, თირკმელები, თვალები, ძვლები და ლორწოვანი გარსები. ყველაზე ხშირად ხდება კანის დაზიანება და დამახასიათებელია: ექსფოლიატური დერმატიტები ალოპეციით ან ალოპეციის გარეშე, ეროზიულ-წყლულოვანი დერმატიტები, ნოდურალური, პაპულარული ან პუსტულარული დერმატიტები. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადება ვლინდება თირკმელების, თვალის და სისხლძარღვების დაზიანებით. თვალის პრობლემები შეიძლება მოიცავდეს: ბლეფარიტს, კერატოკონიუნქტივიტს. ზოგიერთ შემთხვევაში ეპისტაქსისის, სისხლძარღვოვანი ან ნერვული პრობლემები ერთიანდება. როგორც წესი, კლინიკური ნიშნები შეიძლება იყოს ვარიაციული და არასპეციფიკური.  ყველაზე მეტ შემთხვევაში, დამახასიათებელია ლიმფადენომეგალია, აპათია, კუნთების ატროფია.შესაძლებელია მოხდეს თირკმელების გათიშვა. ლეიშმანიოზისათვის დამახასიათებელია ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი (რამდენიმე თვიდან, წლამდე)ლეიშმანიოზი ადამიანებშიგარდა ძაღლებისა, ლეიშმანიოზით ხშირად ავადდებიან ადამიანებიც.დამიანის ლეიშმანიოზის კლინიკური გამოვლინებების ვარიაციული ფორმები აღწერილია და დაყოფილია 3 მთავარ კლინიკურ გამოვლინებაში: 1. ვისცერალური ლეიშმანიოზი 2. კანის ლეიშმანიოზი3. ლორწოვანი გარსებისა და კანის ლეიშმანიოზი(ერთდროულად).ლიშმანიოზის კლინიკური ნიშნების ვიზუალიზაცია და განვითარება დმოკიდებულია პარაზიტსა და მასპინძლზე, რომელიც გამოიმუშავებს იმუნურ პასუხს.  ინფექციის შედეგი დამოკიდებულია მასპინძლის მაკროფაგების უნარზე, რამდენად ეფექტურად გაანადგურებს პარაზიტებს.დიაგნოზის დასმა ადამიანებსა და ძაღლებშიშესაძლებელია მოხდეს leishmania-ს პირდაპირი აღმოჩენა, რომლისათვისაც შეგვიძლია ავიღოთ ციტოლოგიური ნაცხი ლიმფური კვანძების ასპირატიდან, კონიუნქტივას ნაცხი ან ჰისტოპათოლოგიური ქსოვილის ნიმუში. სწრაფი ლაბორატორიული პასუხისათვის, სეროლოგიური კვლევა არის ყველაზე კარგი არჩევანი (ELISA), რომლის შედეგადაც ხდება ლეიშმანიოზის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა სისხლის შრატში.   ავტორიცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი - თამარ ბაისონაშვილი.

იხილეთ სრულად

ძაღლის ჭირი (Canine Distemper Virus)

ძაღლის ჭირი წარმოადგენს კონტაგიოზურ, მწვავედ და ხშირად ფატალურად მიმდინარე დაავადებას, რომელიც იწვევს რესპირატორულ (ყველაზე ხშირია), გასტროინტერსტინალურ და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას ძაღლებსა და ლეკვებში. ძაღლის ჭირის  გამომწვევი არის paramyxovirus რომელიც მიეკუთვნება Morbillivirus გვარს.  ვირუსი ასევე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ველურ ბუნებაში: მელიებში, სკუნსებსა და სხვა ცხოველებში, ასევე ლომებში, ვეფხვებში ლეოპარდებში და სხვა გარეულ კატებში.ძაღლის ჭირის ვირუსი მიეკუთვნება ზოონოზურ დაავადებას. დაავადების ინკუბაციური პერიოდი არის 3-5 დღე.ძაღლის ჭირის ვირუსი (CDV) განიხილება როგორც მულტიცელულარული პათოგენი, რომლესაც აქვს უნარის დააინფიციროს მასპინძლის სამი სხვადასხა სახის უჯრედი: 1.ეპითელური;2.ლიმფოიდური;3. ნერვული უჯრედები.  ვირუსის გავრცელება შეიძლება მოხდეს აეროზოლური გზით, ასევე  ინფიცირებული ცხოველის ორგანიზმის სითხეებთან ან სხვა ექსკრეტებთან კონტაქტით, როგორიცაა პირდაპირი კონტაქტი კონიუნქტივისა და ცხვირის ექსუდატთან, შარდთან, ფეკალთან და ასევე კანთან.ვირუსის გადატანა შესაძლებელია ასევე წყლისა და საკვების, ასევე სხვადასხვა ნივთების საშუალებით.  დაავადებულმა ძაღლებმა ვირუსი შეიძლება გამოყონ თვეების განმავლობაში. ორსული ძაღლის დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსი გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს , შესაბამისად ხდება ემბრიონის დასნებოვნება ჭირის ვირუსით.  ძაღლის ჭირის ვირუსს აქვს 2 ფაზა : 1. კატარალური ფაზა , რომელიც ვლინდება დაინფიცირებიდან მე-7-10 დღეს;  2. ცენტრალური ნერვული სისტემის ფაზა(CNS), რომელსაც შეიძლება წინ უძღოდეს (ან არა) კატარალური ფაზა.კატარალური ფაზა მოიცავს ანორექსიას, პირექსიას, მგრძნობელობას სინათლეზე და  სეროზული გამონადენს ცხვირიდან. ვითარდება მეორადი ბაქტერიული დაავადებები, როგორიცაა პნევმონია. ცენტრალური ნერვული სისტემის ფაზა მოიცავს -ატაქსიას, ტრემორს და პარალიზს.  დაავადების რისკი ძაღლებში:ყველა ძაღლი დაავადების რისკის ქვეშ არის, თუმცა ლეკვები , რომლებიც არიან 4 თვეზე ნაკლების და ძაღლები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულები ძაღლის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინით არიან უფრო მაღალი რისკის ქვეშ ძაღლის ჭირის სიმპტომები დაავადებულ ძაღლებს უვითარდებად წყლიანი გამონადენი თვალებიდან. შემდეგ ვითარდება ცხელება, გამონადენი ცხვირის ღრუდან, ლეთარგია, მადის შემცირება და პირღებინება. ვირუსი ასევე უტევს ნერვულ სისტემას, ინფიცირებულ ძაღლებს უვითარდებათ წრიული ქცევა, თავი აქვთ დახრილი, კუნთების კანკალი,სალივაცია (ნერწყვდენა), ნაწილობრივი ან სრული პარალიზი. ველურ ბუნებაში, ძაღლის ჭირი უფრო მეტად ცოფის მსგავსია.ჭირი ხშირად სრულდება ლეტალურად და ძაღლები, რომლებიც გადაურჩნენ დაავადებას, აქვთ მუდივი, გამოუსწორებელი ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ვლინდება კრუნჩხვით მოვლენებში.ვირუსის გამოვლენიდან მე-12  მე-16 დღეს დგება ცხოველის სიკვდილი (არასწორი დიაგნოზისა და მკურნალობის შემთხვევაში) დიფერენციალური დიაგნოზი: 1.გრიპი2.Bordetella bronchiseptica და 3.იდიოპათურო მიოზიტი.დიაგნოზის დასმა:სწორი და ზუსტი დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება სეროლოგიური კვლევა (ELISA), რომელის მიზანია ძაღლის სისხლის შრატში დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა.  ავტორიცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი - თამარ ბაისონაშვილი.

იხილეთ სრულად

ბაღჩეული კულტურების მავნე ორგანიზმები

ბაღჩეული კულტურები (საზამთრო, ნესვი, გოგრა, კიტრი, ყაბაყი და სხვ.) გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენლებია, რომელშიც 1000-ზე მეტი სახეობა შედის, მათ სამშობლოდ ითვლება აზიის, აფრიკის, ამერიკის ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნები ისინი სითბოს მოყვარული და გვალვაგამძლე მცენარეებია, აქვთ ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი, კარგად ხარობენ ყამირსა და ნასვენ მიწებზე, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე.ბაღჩეული კულტურები მოჰყავთ სასურსათო, საკვები და ტექნიკური მიზნებისთვის. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ შაქრებს, A, B, C ვიტამინებს, გოგრის თესლი შეიცავს 50%-მდე ზეთს.ბაღჩეული კულტურები ზიანდება სხვადასხვა მავნე ორგანიზმებით (დაავადებებით, მავნებლებით, სარეველებით).  დაავადებებიდან აღინიშნება სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები. სოკოვანი დაავადებებიდან გავრცელებულია: ანთრაქნოზი (Colletotrichum lagenarium (Pass.) El. et Hals.), ფუზარიოზული ჭკნობა (Fusarium oxysporum Schlecht. Emend Snyd et Hans.), ჭრაქი (Pseudoperonospora cubensis Berk. Et Curt.), ნაცარი (Podosphaera xanthii  Braun.), ასკოქიტოზი (Ascochyta melonis Pot.), ნაცრისფერი ობი (Botrytis cinerea Pers.), ალტერნარიოზი (Alternaria cucumerina Ell. et Ev.) , რიზოქტონიოზი (Rhizoctonia solani Kuhn.), ქეცი (Cladosporium cucumerinum  Ellis.) და სხვ; ბაქტერიულიდან - კუთხოვანი ბაქტერიული ლაქიანობა (Pseudomonas syringae pv. Lachrymans), ბაქტერიული ჭკნობა (Erwinia tracheiphila  Smith.); ვირუსულიდან - კიტრის ჩვეულებრივი და მწვანე მოზაიკის ვირუსი. ქვემოთ წარმოგიდგენთ ძირითად მათგანს:ანთრაქნოზი - Colletotrichum lagenarium (Pass.) El. Et Hals.ავადდება გოგროვანთა (საზამთრო, ნესვი, კიტრი, გოგრა) ფოთლები, ნაყოფები სხვადასხვა სიძლიერით. დაავადება ფოთლებზე ჩნდება მოყვითალო ლაქების სახით, რომლებიც შემდეგში ადვილად ხმება და იშლება; ნაყოფი სიმწიფის პერიოდში ავადდება, ჯერ ქვედა, ხოლო შემდეგ ზედა მხრიდან იფარება სხვადასხვა ზომის ლაქებით, რომლებზეც მეჭეჭები ვითარდება. დაავადებული ნაყოფები ლპება. სოკო ძლიერ ვითარდება 22-270C ტემპერატურაზე. დაავადებას ხელს უწყობს ჰაერის მაღალი ტენიანობა.ფუზარიოზული ჭკნობა - Fusarium oxysporum Schlecht. Emend Snyd. Et Hans.დაავადება ვლინდება ფესვის ყელის ლპობით და მცენარის ჭკნობით. აღნიშნული სოკო ნიადაგის ბინადარია, იგი ინტენსიურად ვითარდება 25-300C-ზე, ნიადაგის ტენიანობა 50-80% იდეალურია სოკოს განვითარებისთვის, ფესვებიდან იჭრება მცენარეში, ვრცელდება გამტარ  ჭურჭლებში, იწვევს მათ დაცობას, რის გამოც მცენარე ჭკნება და იღუპება. ჭრაქი - Pseudoperonospora cubensis Berk. Et Curt.საშიში დაავადებაა; სოკო აავადებს გოგროვნებს როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში. ფოთლის ზედაპირზე ჩნდება მოყვითალო ფერის კუთხოვანი ლაქები, რომლებიც შემდეგ დიდდება და ერთიანდება. მაღალი ტენიანობის დროს ფოთლის ქვედა მხარეზე წარმოიქმნება მონაცრისფრო ფიფქი, რაც სოკოს ნაყოფიანობას წარმოადგენს. ფოთლები მუქდება და ხმება.  ნაცარი - Podosphaera xanthii  Braun.აავადებს ყველა გოგროვანს. სიმპტომები ვლინდება მოძველებულ, ხნიერ ფოთლებზე, აგრეთვე ჩრდილში მყოფ ფოთლებზე. ფოთლები ორივე მხრიდან დაფარულია ფიფქით, თითქოს  ტალკისებრი ფხვნილია. ძლიერი დაავადებისას ფიფქით იფარება ღერო, ნაყოფები. ფოთლები ყვითლდება, ყავისფერდება და ხმება. განსაკუთრებით ძლიერ ვითარდება დაავადება მსხმოიარობის დასაწყისიდან, აგრეთვე ხშირი ნარგაობის დროს. ბაღჩული კულტურების ძირითადი მავნებლებია: ბაღჩის ბუგრი (Aphis gossypii Glov.), აბლაბუდიანი  ტკიპა (Tetranychus urticae Koch.), მავთულა და ცრუმავთულა ჭიები, ნესვის ბუზი (Myiopardalis pardalina Biget.), თამბაქოს თრიფსი (Thrips tabaci Lind.) და სხვ. ბაღჩის ბუგრი - Aphis gossypii Glov.ბუგრები სახლდებიან ფოთლის ქვედა მხარეს, წუწნიან უჯრედის წვენს, რის შედეგად ფოთლები ხუჭუჭდება, ყლორტები დეფორმირდება, ყვავილები და ნასკვები ცვივა.  ზიანის მომტანია იმაგო და მატლი. ბუგრები ითვლებიან მოზაიკის ვირუსის გადამტანებად. ბუგრების გავრცელებას ხელს უწყობენ სარეველები, ზამთრობენ მცენარის ნარჩენებზე. ბაღჩის ბუგრი მოყვითალო ან მომწვანოა, უფროსი ასაკის ბუგრი არის ფრთიანი და უფრთო. მატლი ღია მწვანეა, შემდეგ კი მოყვითალო-მწვანე ფერს იღებს. წელიწადში 15-20 თაობას იძლევა. აბლაბუდიანი ტკიპა - Tetranychus urticae Koch.ძლიერ საშიში მავნებელია, იგი გაზაფხულზე კვერცხებს დებს ფოთლის ქვედა მხარეზე და აბამს აბლაბუდას ქსელში; ტკიპა და მისი მატლები წუწნიან ფოთლებს, ფოთლის და ნაყოფის ყუნწებს, აჩენენ მათზე წინწკლებს, ფოთლები უფერულდება და ცვივა. ძალიან საშიშია დახურულ გრუნტში. განსაკუთრებით მაღალია მავნეობა ცხელ ამინდში. სეზონზე იძლევა 10 თაობას, დახურულ გრუნტში 15 თაობას. ტკიპა პატარა ზომისაა, მოყვითალო-მწვანე ფერის, გადაზამთრებული მდედრი ტკიპები მოწითალო-სტაფილოსფერია; კვერცხები მომწვანო-მოყვითალო, მრგვალი, მცირე ზომის.  ტკიპა იზამთრებს ნიადაგში, სარეველებზე, მცენარეულ ნარჩენებზე; მისი განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 25-300 C, ტენიანობა 35-55%,  მაღალი ტენიანობა (80%) ხელს უშლის მის განვითარებას.ნესვის ბუზი - Myiopardalis pardalina Biget.ძირითადად აზიანებს ნაყოფებს, მათზე ჩნდება წვრილი, ამობურცული ლაქები, დაზიანებული ნაყოფები ლპება.  იზამთრებს ნიადაგში ჭუპრის სახით; გაზაფხულზე ბუზების გამოფრენა იწყება ნესვის ყვავილობის დროს; ბუზი ჩხვლეტს ფოთოლს ან ნაყოფს და წყვენით იკვებება. კვერცხვის დასადებად იგი არჩევს კაკლისოდენა ნაყოფს.  მატლები ზრდის დასრულების შემდეგ ჩადიან  ნიადაგში დასაჭუპრებლად. წელიწადში იძლევა 3 თაობას. თამბაქოს თრიფსი - Thrips tabaci Lind.ძლიერ საშიში მავნებელია ღია და დახურული გრუნტის. ყვითელი, ყავისფერი, ვიწრო ფორმის მწერია;  იმაგო წუწნით აზიანებს ფოთლებს, რომლებზეც ჩნდება გამჭვირვალე ლაქები; იზამთრებს ნიადაგში ან მცენარეულ ნარჩენებზე ზრდასრული ფორმაში. ოპტიმალური ტემპერატურა თრიფსის განვითარებისათვის 25-300 C-ია. წელიწადში იძლევა 3-5 თაობას, დახურულ გრუნტში - 6-8 თაობას.ბაღჩეულ კულტურებში გავრცელებულია სხვადასხვა  სარეველები:  ღიჭა (Sonchus arvensis L.), ღორის ქადა (Lactuca serriola L.) , ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), ნაცარქათამა (Cheopodium album L.),  ძაღლყურძენა (Solanum nigrum L.), დანდური (Portulaca oleracea L.), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (l.) R. et Sch.), მწვანე ძურწა (Setaria viridis (L.) P.B.) და სხვა.   ღიჭა - Sonchus arvensis L.მრავალწლიანი ფესვნაყარი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით  150-170 სმ; ფესვი - მთავარღერძა, ნიადაგში ვრცელდება 4 მ -ზე, ჰორიზონტალურად -  1 მ -ზე; ღერო  - ეკლიანი; ფოთლები - დაკბილული; ივითარებს ყვითელ, ბაბუაწვერას მსგავს  ყვავილებს. ერთ მცენარეზე ვითარდება  6000-20000 ცალი. თესლის სიცოცხლისუნარიანობა 5 წელი. ღორის ქადა - Lactuca serriola L.ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, ფესურა ვრცელდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად; ღერო სწორმდგომი, ეკლიანი, უხეში, სიმაღლე 60 – 150 სმ, შეიცავს რძისებურ სითხეს; ფოთოლი მჯდომარე მონაცრისფრო - მწვანე, დაკბილული; ყვავილედი კალათა, ყვავილი წვრილი ყვითელი, ყვავილობს ივნისს - სექტემბერში. ჯიჯლაყა - Amaranthus retroflexus L.ერთწლიანი საგაზაფხულო სარეველაა. ფესვი - მთავარღერძა; ღერო სწორი, მარტივი ან დატოტვილი, ღია მწვანედან მოწითალომდე, სიმაღლე 20-150 სმ; ფოთლები კვერცხისებურ-რომბისებური; ყვავილედი - ცილიდრული, მწვანე ფერის, ყვავილობს ივნის-სექტემბერში. ერთი მცენარე იძლევა 5 000 თესლს. ნაცარქათამა - Cheopodium album L.ერთწლიანი, ბალახოვანი, საგაზაფხულო სარეველაა. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მომწვანო - მონაცრისფრო, სიმაღლე 20-100 სმ; ფოთლები - მორიგეობითი, კვერცხისებურ-რომბისებური, დაკბილული; ყვავილედი თავთავისმაგვარი,  ყვავილობს ივლის-აგვისტოში. ერთ მცენარეზე ვითარდება 100000  თესლი; აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 8 წელიწადს. ბურჩხა - Echinochloa crus-galli (l.) R. et Sch.ერთწლიანი, მარცვლოვანი სარეველაა, სიმაღლით 15-100 სმ, ფოთლები ლანცეტისებური, სიგანით 2,5 სმ, ყვავილედი ერთ ყვავილიანი საგველაა. ნიადაგიდან 80% აზოტი გამოაქვს, საშიშროებას უქმნის საქონელს (იწვევს მოწამვლას), ერთი მცენარე იძლევა 40 000 თესლს. გამოიყენება სასილოსედ, უვარგისია თივისთვის.  მწვანე ძურწა - Setaria viridis (L.) P.B.ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველაა. ფესვი - ფუნჯა; ღეროს სიმაღლე  20 – 100 სმ; ფოთოლი ლანცეტისებური, ყვავილედი - თავთავი, სიგრძით 3 – 12 სმ, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე, თესლმსხმლიარობა - ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, ერთ მცენარეზე ვითარდება 2300 მარცვალი, თესლის სიცოცხლისუნარიანობა 4 წელი. ავტორები:მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისენტომოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტინინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

იხილეთ სრულად