ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტის - თამარ ბაისონაშვილის სტატია - ძაღლის ჭირის შესახებ

#

ძაღლის ჭირი (Canine Distemper Virus)

 

ძაღლის ჭირი წარმოადგენს კონტაგიოზურ, მწვავედ და ხშირად ფატალურად მიმდინარე დაავადებას, რომელიც ძაღლებსა და ლეკვებში იწვევს რესპირატორულ, გასტროინტერსტინალურ და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას. ძაღლის ჭირის გამომწვევი არის paramyxovirus, რომელიც მიეკუთვნება Morbillivirus გვარს.

ვირუსი ასევე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ველურ ბუნებაში: მელიებში, სკუნსებსა და სხვა ცხოველებში, ასევე ლომებში, ვეფხვებში, ლეოპარდებში და სხვა გარეულ კატებში.

ძაღლის ჭირი მიეკუთვნება ზოონოზურ დაავადებას. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 3-5 დღეა. 

ძაღლის ჭირის ვირუსი (CDV) განიხილება როგორც მულტიცელულარული პათოგენი, რომლესაც აქვს უნარი დააინფიციროს მასპინძლის სამი სხვადასხვა სახის უჯრედი:

1. ეპითელური
2. ლიმფოიდური 
3. ნერვული. 


ვირუსის გავრცელება შეიძლება მოხდეს აეროზოლური გზით, ასევე ინფიცირებული ცხოველის ორგანიზმის სითხეებთან ან სხვა ექსკრეტებთან კონტაქტით, როგორიცაა პირდაპირი კონტაქტი კონიუნქტივისა და ცხვირის ექსუდატთან, შარდთან, ფეკალთან და კანთან.

ვირუსის გადატანა შესაძლებელია წყლისა და საკვების, ასევე სხვადასხვა ნივთების საშუალებით. დაავადებულმა ძაღლებმა ვირუსი შეიძლება გამოყონ თვეების განმავლობაში. ორსული ძაღლის დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსი გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს, შესაბამისად ხდება ემბრიონის დასნებოვნება ჭირის ვირუსით. 

ძაღლის ჭირის ვირუსს აქვს 2 ფაზა:

კატარალური ფაზა, რომელიც ვლინდება დაინფიცირებიდან მე-7-10 დღეს;

ცენტრალური ნერვული სისტემის ფაზა (CNS), რომელსაც შეიძლება წინ უძღოდეს (ან არა) კატარალური ფაზა.

კატარალური ფაზა მოიცავს ანორექსიას, პირექსიას, მგრძნობელობას სინათლეზე და სეროზული გამონადენს ცხვირიდან. ვითარდება მეორადი ბაქტერიული დაავადებები, როგორიცაა პნევმონია.

ცენტრალური ნერვული სისტემის ფაზა მოიცავსატაქსიას, ტრემორს და პარალიზს. 


დაავადების რისკი ძაღლებში:

ყველა ძაღლი დაავადების ამთვისებლობის რისკის ქვეშ არის, თუმცა ლეკვები, რომლებიც არიან 4 თვეზე ნაკლები ასაკის და ძაღლები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულები ძაღლის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინით, უფრო მაღალი რისკის ჯგუფში არიან. 


ძაღლის ჭირის სიმპტომები

დაავადებულ ძაღლებს უვითარდებად წყლიანი გამონადენი თვალებიდან. შემდეგ ვითარდება ცხელება, გამონადენი ცხვირის ღრუდან, ლეთარგია, მადის შემცირება და პირღებინება. ვირუსი ასევე უტევს ნერვულ სისტემას. ინფიცირებულ ძაღლებს უვითარდებათ წრიული ქცევა, თავი აქვთ დახრილი, ეწყებათ კუნთების კანკალი, სალივაცია(ნერწყვდენა), ნაწილობრივი ან სრული პარალიზი. 


ველურ ბუნებაში, ძაღლის ჭირი უფრო მეტად ცოფის მსგავსია. 
ჭირი ხშირად სრულდება ლეტალურად და ძაღლები, რომლებიც გადაურჩნენ დაავადებას, აქვთ მუდივი, გამოუსწორებელი ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ვლინდება კრუნჩხვით მოვლენებში.

ვირუსის გამოვლენიდან მე-12 - მე-16 დღეს დგება ცხოველის სიკვდილი (არასწორი დიაგნოზისა და მკურნალობის შემთხვევაში). 


დიფერენციალური დიაგნოზი 
1. გრიპი 
2. Bordetellabronchiseptica 
3. იდიოპათური მიოზიტი იმუნური პასუხის განსაზღვრა ძაღლის ორგანიზმში 
ძაღლის ორგანიზმში იმუნური პასუხის განსასაზღვრად სეროლოგიური კვლევა (ELISA) გამოიყენება, რომლის მიზანია ძაღლის სისხლის შრატში დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა. 


დაწესებულება, სადაც ხორციელდება ძაღლის ჭირის საწინააღმდეგო ანტისხეულების დიაგნოსტირება 
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ხდება ძაღლის ჭირის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა. კვლევა ხდება ELISA (ენზიმდაკავშირებული იმუნოფერმენტული ანალიზი) მეთოდით, რომელიც გულისხმობს ძაღლის სისხლის შრატიდან, ორგანიზმის მიერ გამომუშავებული, ანტისხეულების აღმოჩენას. 
თავისმხრივ,ანტისხეულებიგამომუშავდება, როდესაც ხდება ცხოველის ინფიცირება ძაღლის ჭირის ვირუსით და ორგანიზმი იწყებს უცხო სხეულის წინააღმდეგ ბრძოლას. 
ასევე, ხდება იმ ანტისხეულების კვლევა, რომელიც გამომუშავდა ვაქცინაციის შემდგომ (ვაქცინა შეიცავს შესუსტებულ, ან ინაქტივირებულ ვირუსს, რომლის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში ორგანიზმი „ტყუვდება“ და გამოიმუშავებს ჭირის საწინააღმდეგო ანტისხეულებს, ამგვარად, იმ შემთხვევაში, თუ ჭირის ვირუსი მოხვდება ორგანიზმში, ცხოველი დაცული იქნება დაავადების განვითარებისაგან). 
ELISA კვლევა წარმოადგენს მაღალსპეციფიკურ კვლევას, რომელიც გულისხმობს, უშუალოდ ძაღლის ჭირის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენას და არა რომელიმე სხვა დაავადების. შედეგად, ცხოველის პატრონი იღებს ზუსტ და სარწმუნო პასუხს. 


განსხვავება იმუნოფერმენტულ კვლევასა და სწრაფ (ანტიგენის) ტესტს შორის 
ლაბორატორიაში ჩატარებული ELISA კვლევა წარმოადგენს მაღალსპეციფიკურ კვლევას, რომლის დროსაც შეუძლებელია სხვა დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა. 

ვლევა ტარდება გამოცდილი პროფესიონალების მიერ, რაც იმის გარანტიას აძლევს ცხოველის პატრონს, რომ დაავადების დიაგნოსტირების დროს არ მოხდება რაიმე სახის შეცდომა და დიაგნოსტირების შემდგომ, მკურნალობა ვეტერინარი ექიმის მიერ დაინიშნება სწორად, რაც მნიშვნელოვანია ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. 
ვეტერინარიულ კლინიკებში ხდება სწრაფი (ანტიგენის) ტესტის ჩატარება, რომელიც საჭიროებს რამდენიმე წუთს. ანტიგენის ტესტი წარმოადგენს მგრძნობიარე და დაბალი სპეციფიკურობის ტესტს, რაც გულისხმობს იმას, რომ აღმოჩენილი ანტიგენი (უშუალოდ ვირუსის) შეიძლება არ იყოს ის, რის კვლევასაც ატარებს ვეტერინარი ექიმი, რაც აიხსნება იმით, რომ სწრაფი ტესტი წარმოადგენს მაღალი მგრძნობელობის მქონე ტესტს, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება აღმოაჩინოს ყველა შესაძლო ვირუსი, რაც შესაძლოა იყოს ცხოველის ორგანიზმში. 
ცხოველის პატრონისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხი: ლაბორატორიაში ჩატარებული იმუნოფერმენტული კვლევისათვის საჭირო თანხა არ აღემატება ვეტერინარიულ კლინიკაში ჩატარებული სწრაფი ტესტისთვის გადასახდელ თანხას.


გზამკვლევი ძაღლის პატრონისათვის: როგორუნდამოიქცესცხოველისპატრონი, თუ ეჭვი აქვს ძაღლის ჭირზე 
იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი არ არის ვაქცინირებული ძაღლის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინით, ან აცრა მოხდა არასათანადო პირობებში (უხარისხო ვაქცინა, დაგვიანებული რევაქცინაცია, ვაქცინის შენახვის წესების დარღვევა) და ცხოველი
სათვის დამახასიათებელია შემდეგი სახის ცვლილებები, ეჭვის მიტანა შეიძლება ძაღლის ჭირზე:

1. წყლიანი გამონადენი თვალებიდან; 2. ცხელება;
3. გამონადენი ცხვირის ღრუდან;
4. ლეთარგია;
5. მადის შემცირება და პირღებინება;
6. ინფიცირებულ ძაღლებს უვითარდებათ წრიული ქცევა, თავი აქვთ დახრილი, კუნთების კანკალი, სალივაცია(ნერწყვდენა), ნაწილობრივი ან სრული პარალიზი.


ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი სიმპტომის დროს აუცილებელია პატრონმა მიმართოს ვეტერინარიულ კლინიკას, სადაც ცხოველს აუღებენ სისხლს. სისხლი უნდა გადმოიგზავნოს სოფლის მეურნოების სახელმწიფო ლაბორატორიაში, სადაც მოხდება ძაღლის ჭირის საწინააღმდეგო ანტისხეულების კვლევა იმუნოფერმენტული მეთოდით და პატრონი მიიღებს ზუსტ პასუხს აქვს თუ არა ცხოველს დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულები, რის შედეგადაც მოხდება სწორი და დროული მკურნალობის დანიშვნა. ყოველივე ეს უზრუნველყოფს ცხოველის ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებას.