ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები იმყოფებოდნენ

#

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების (კარალეთის, ქვემო სობისის, ბერშუეთის, ქვეშისა და სვენეთის) საჯარო სკოლების მოსწავლეები სურსათის კვლევის დეპარტამენტში მიმდინარე კვლევებს გაეცნენ. მოსწავლეებმა უახლესი აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიები დაათვალიერეს და სპეციალისტებისგან სურსათის კვლევის მნიშვნელობის და მეთოდოლოგიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 
მოსწავლეები ლაბორატორიაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ. ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის ფარგლებში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს როგორც უმაღლეს, ასევე საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების გაზრდას და შესაბამისი პროფესიებით დაინტერესებას.