ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა საერთაშორისო პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარეს.

#

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტებს კომპეტენციის ტესტირება ჩაუტარდათ ბაქტერიოლოგიისა და ჰელმინთოლოგიის მიმართულებით.

ტესტირების პანელი მომზადდა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადმოიგზავნა ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტის (UKZUZ) მიერ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტების შედეგები 100%-ით შეესაბამება მოსალოდნელ შედეგებს და შეფასებულია, როგორც წარმატებული.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ  საკვალიფიკაციო ტესტირებებს.