ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სტუდენტების ვიზიტი ლაბორატორიაში

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები იმყოფებოდნენ.

სტუდენტებისთვის გაიმართა პრეზენტაციები ბიოუსაფრთხოებისა და სურსათის დიაგნოსტიკის საკითხებზე. საუბარი შეეხო განსაკუთრებით საშიშ დაავადებებსა და ჰიგიენურ-სანიტარიული ნორმების დაცვის აუცილებლობას.

სტუდენტები ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის სამუშაო პროცესსაც გაეცნენ და საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ.